საწყობის თანამშრომელი - თელავი

03 აპრილი - 04 მაისი

კომპანია "გორგია" დაარსდა 1998 წელს და დღეს ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა. კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. გორგიას მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. გორგია ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი გორგია და გორგია პრემიუმი. ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. 2017 წელს იგეგმება ახალი ფილიალების გახსნა. 

თელავის ფილიალში ცხადდება ვაკანსია საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტის მომსახურება - ტვირთის მიტანა სატრანსპორტო საშუალებამდე;
** ტვირთის დაცლა და დასაწყობება;
** საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება;
** მონაწილეობის მიღება წუნდებული პროდუქციის აღრიცხვაში;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დისციპლინირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: vacancy@gorgia.ge

გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.