ტექნიკური მენეჯერი

02 მარტი - 28 მარტი

"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. "გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი "გორგია" და "გორგია პრემიუმი".

ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში. 

კომპანია "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სტენდების აწყობა-დამონტაჟება
** ნახაზის მიხედვით სტენდების სისწორის შემოწმება და კონტროლი
** სასაწყობე და მარკეტის აღჭურვილობის აღწერა, გადაადგილების დაკომპლექტება
** თურქ მომწოდებლებთან კომუნიკაცია 

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ნახაზის კითხვა, დაგეგმარების სწორად გაძღოლა
** სასურველია თურქული ენის ცოდნა

გთხოვთ, 10 მარტამდე გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hrproject2@gorgia.ge

გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!