Apricot Software წარმოგიდგენთ ახალ პროგრამას AS-Sales Management 6 – იდეალური გადაწყვეტილება ორგანიზაციის დისტრიბუციის ავტომატიზაციისთვის, დაწყებული შეკვეთების მიღების მომენტიდან, მათ საბოლოო მიწოდებამდე. პროგრამა მოიცავს ოფისის გარეთ არსებული სავაჭრო აგენტების საქმიანობის ავტომატიზაციას Android-ის ოპერატიული სისტემების მქონე სმარტფონების და პლანშეტების გამოყენებით.
AS-Sales Management 6 სპეციალურად შექმნილია სავაჭრო ორგანიზაციების გაყიდვების პროცესის ავტომატიზაციისთვის. იგი შესაძლებლობას გვაძლევს ეფექტურად გავუწიოთ ორგანიზება და მართვა გაყიდვების შეკვეთების რეგისტრაციას და მიწოდების პროცესს. სისტემა შედგება ორი ნაწილისაგან: მობილური და ოფისი. მათ შორის მონაცემთა გაცვლა ორმხრივია, რაც უზრუნველყოფს მაღალი სიჩქარით მონაცემების ხელმისაწვდომობას და დამუშავებას, როგორც გაყიდვების აგენტებისთვის, ისე ოფისის თანამშრომლებისთვის. AS-Sales Management 6-სა და სხვა AS სისტემებს შორის კავშირი აღრიცხვის ოპერაციებს უფრო ადვილსა და სწრაფს ხდის.
სისტემის დანერგვა ხორციელდება ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, შემდგომი მხარდაჭერა კი ოპერაციების ეფექტიანობისა და სტაბილურობის გარანტიას იძლევა. სისტემა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დიდი და პატარა, ისე საშუალო ზომის სავაჭრო ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც სურთ პროდუქტების მიწოდების პროცესის ავტომატიზაცია მინიმალური დანახარჯებით და ამავე დროს სამუშაოს ეფექტიანობის გაზრდა.
სისტემის AS-Sales Management 6 შეძენით კომპანიას შეუძლია კონტროლი გაუწიოს შეკვეთების რეგისტრაციასა და გაყიდვების აგენტების მიერ პროდუქტების მიწოდების პროცესს. სისტემის სხვადასხვა ანალიტიკური უწყისი ეხმარება მენეჯერებს გააკონტროლონ კომპანიაში მიმდინარე პროცესები და გააკეთონ მრავალმხრივი ანალიზი. სისტემა რეგულარულად ახლდება. იგი იცვლება მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ფუნქციონალი მუდმივად იზრ
დამატებითი ინფორმაციის მისაღებათ ეწვიეთ შემდეგ ბმულს: