ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით კომპანიამ Apricot Software დაგეგმა უფასო სწავლების კურსები სტუდენტებისთვის.
ოქტომბერში და ნოემბერში ჩატარდება პროგრამის AS-Bookkeeper სწავლების კურსები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. აუცილებელი მოთხოვნა: კანდიდატს გავლილი უნდა ქონდეს ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები.
სერთიფიკატებთან ერთად კურსის გამორჩეულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ პროგრამის AS-Accountant 7 უფასო სწავლების კურსი გამოცდილ ბუღალტრებთან ერთად, ასევე სტაჟირება კომპანიაში Apricot Software.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ მონაცემები ქვემოთ მოცემულ ბმულზე.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
საბუღალტრო სისტემები - Apricot Software
კომპანიის გვერდი
კომპანია Apricot Software-მ დაგეგმა უფასო სწავლების კურსები
04 ოქტომბერი 2017