ჯიპა

Portfolio Review

21 თებერვალი 2017

Portfolio Review არის სივრცე, სადაც აბიტურიენტებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი ნაშრომები, გაიარონ კონსულტაცია პროფესიონალებთან და მოიპოვონ სწავლის დაფინანსება GIPA-ს აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამაზე. Portfolio Review-ის ფარგლებში, კრეატიული ინდუსტრიების მოქმედი არტ დირექტორები, დიზაინერები, ფოტოგრაფები, რეჟისორები მონაწილეებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და შეარჩევენ 5 საუკეთესო პორტფოლიოს ავტორს.

თავის მხრივ, აბიტურიენტებს, მთელი დღის მანძილზე, ექნებათ საშუალება მივიდნენ და ერთი ერთზე ესაუბრონ მათთვის საინტერესო სპეციალისტს, ანახონ თავიანთი ნამუშევრები, მიიღონ რჩევები. 5 საუკეთესო პორფოლიოს ავტორს საჩუქრად გადაეცემა 1000 ლარიანი ვაუჩერი GIPA-ს აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამაზე პირველი წლის სწავლის დასაფინანსებლად. რაც შეეხება შეფასების კრიტერიუმებს, ყურადღება გამახვილდება იდეასა და განვითარების კონცეფციაზე.

Portfolio Review  საინტერესოა მათთვის, ვისაც გადაწყვეტილი აქვს GIPA-ს ამ პროგრამაზე სწავლა, ან გადაწყვეტილების მიღების პროცესშია, ან სხვა უნივერსიტეტში სწავლობს და ამ მიმართულებით აქვს განვითარების სურვილი და ამავდროულად, მობილობის საშუალებით შეუძლია გადასვლა.

შეხვედრა 25 თებერვალს გაიმართება Frontline Club Georgia-ში და მასზე მოსახვედრად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს.

ინფორმაციას GIPA-ს GIPA-ს აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის შესახებ, შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

მსგავსი სიახლეები