ლოტუსი

კანის გაახალგაზრდავება ლოტუსში ბიორევიტალიზაციით

02 ოქტომბერი 2017

ბიორევიტალიზაცია

ბიორევიტალიზაცია ქირურგიული ჩარევის გარეშე, ბუნებრივი ჰიალურონის მჟავას შეყვანის მეშვეობით, კანის გაახალგაზრდავების მეთოდია.

ბიორევიტალიზაციის დროს ხდება თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ბიო პრეპარატის შეყვანა (ჰიალურონის მჟავა) კანის ეპიდერმისის შუა შრეში.

როცა ავად ხართ, უძილო, ან დაღლილი, ჰიალურონის მჟავა ნადგურდება და თქვენი კანი ცუდად გამოიყურება: იგი ფერმკრთალი და მოშვებულია, ჩნდება შავი წრეები თვალებს ქვეშ, იკვეთება ნაოჭები... მოსვენებით მდგომარეობაში, იზრდება ჰიალურონის მჟავას სინთეზი და კანი მკვრივი და ნაზი ხდება.

საშუალოდ, 30 წლამდე, ადამიანის კანის უჯრედებში, ჰიალურონის მჟავას შემცველობა, მეტ-ნაკლებად, სტაბილურია. 30 წელს ზემოთ, იწყება ჰიალურონის რაოდენობის კლება. დასვენება და ძილი, უკვე, სასურველ ეფექტს აღარ იძლევა. ასეთ დროს, ბიორევიტალიზაცია ყველაზე კარგი საშუალებაა. მისი საშალებით ხდება კანის გამოცოცხლება ბიოლოგიური მეთოდებით.

ბიორევიტალიზაცია კანის ნებისმიერ იმ უბანზე ტარდება, რომელიც გაახალგაზრდავებას საჭიროებს. როგორც წესი, ეს უბნებია: სახე, ყელი, დეკოლტე, ხელის მტევანი - მათ ყველაზე ხშირად აქვთ ულტრაიისფერ სხვივებთან შეხება, შედეგად მცირდება ტონუსი და ელასტიურობა.

ბიორევიტალიზაციის შედეგად მიიღწევა:

o ღრმა დატენიანება

o კანის ელასტიურობის აღდგენა

o ლიფტინგი

o ნაოჭების შევსება

o კანის სტრუქტურის გაახალგაზრდავება

პროცედურის შედეგად კანის უჯრედები სტიმულირდებიან და მუშაობას ახალგაზრდა რეჟიმში განაგრძობენ.

მსგავსი სიახლეები