საუკუნეების განმავლობაში ქართველი ოსტატების მიერ შექმნილი ძეგლები ის მდიდარი მემკვიდრეობაა, რომლის გამოც საქართველო მსოფლიოში საიუველირო ხელოვნების ერთ-ერთ უძველეს და უმდიდრეს კერად ითვლება. ასეთი წარსულის ფონზე ძნელი წარმოსადგენია, რომ რეალურ დროში ბაზარზე არ არსებობს საიუველირო ხელოვნების ქართული ბრენდი, რომელსაც თუნდაც საუკუნოვანი ისტორია ექნებოდა და რომლითაც თითოეული ჩვენგანი ისე ვიამაყებდით, როგორც, მაგალითად, ფრანგები ამაყობენ Cartier-თი. თუმცა ჩავთვალოთ, რომ ჩვენს შემთხვევაში დროის ათვლა ახლა იწყება, 2016 წლის 29 თებერვალს, როცა აბაშიძის 43 ნომერში ქართული საიუველირო სახლის "მარილისის" პირველი მაღაზია გაიხსნა!
"მარილისმა" ბრენდის, ანუ სისტემის შესაქმნელად 8-წლიანი გზა გაიარა; კომპანია ნათია გოცირიძემ დააფუძნა, იუველირმა, ოქრომჭედელმა და დიზაინერმა, რომელიც დღეს უკვე საიუველირო სახლის დიასახლისია. მისი არჩევანი რთული ფორმებია, შინაარსის მქონე სამკაულები შესაბამისი ძვირფასი ქვებით. იდეების რეალობად ქცევაში ქართველი პროფესიონალების ჯგუფი ეხმარება - ხელოვანი ოქრომჭედლები, დიზაინერები, მენეჯერები და, რაც მთავარია, საკუთარი საქმის უზომოდ მოყვარული ადამიანები. "მარილისის" ოსტატები ერთნაირად კარგად ფლობენ თანამედროვე და უძველესი ქართული ოქრომქანდაკებლობის ისეთ ტექნოლოგიებს, როგორებიცაა ჭედურობა, უძველესი ცვარა, დახვეწილი ზარნიში, გლიპტიკა და ა.შ. "ჩვენ ვითვალისწინებთ თანამედროვე ტენდენციებს, რა არის მოდური, რას ატარებენ ადამიანები მთელ მსოფლიოში. აკეთებდე რაღაცას ძველი ტექნოლოგიებით, არ ნიშნავს ჩარჩე დროში. ეს არის 21-ე საუკუნე, ნივთებს დღევანდელი პუბლიკისთვის ვქმნით." - ამბობს ნათია და დეტალურად მიხსნის, რატომ უნდა გააკეთოს არჩევანი ქართველმა მომხმარებელმა "მარილისზე".
პირველი - ეს ხარისხია, რომელიც ტექნოლოგიური სტანდარტების მკაცრი დაცვით მიიღწევა. პროდუქციას საფირმო დამღა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია სანდოობაზე პასუხისმგებლობას იღებს.
მეორე მიზეზი ნაკეთობების ხელით დამუშავებაა. "მარილისი" ამბობს - სამკაული არ არის ცოცხალი, თუ მასში ოსტატმა თავისი ენერგია არ ჩადო. ასეთი გამორჩეული დიზაინის, ხელით შექმნილი ნივთების ფასი კი იმაზე მეტყველებს, რომ "მარილისი" ხელმისაწვდომი ფუფუნებაა.
მესამე მიზეზი კი ის არის, რომ "მარილისის" სამკაულები მოდას და თანამედროვეობის გამოწვევებს ეხმაურება. ატარო "მარილისი," ნიშნავს იყო გემოვნებიანად მოდური.
ვფიქრობ, "სითის" მკითხველისთვის ეს ინფორმაცია არჩევანის გასამარტივებლად საკმარისია. თუმცა, მოსაყოლი კიდევ ბევრია, ის, რაც "მარილისის" სავიზიტო ბარათია და აუცილებლად უნდა იცოდეთ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ოქროს ფეხსაცმელი, ისეთი, რომელსაც მარტივად მოირგებთ და ატარებთ. დიახ, ოქროს ფეხსაცმელი არ არის მხოლოდ ზღაპრის ირეალური ნივთი, ის რეალურად არსებობს და "მარილისის" კოლექციაშიც შეხვდებით. აუცილებლად უნდა იცოდეთ ისიც, რომ ნათია გოცირიძემ შექმა "ოქროს მაქმანი." ამ ოქროს ქსოვილს თანამედროვე საიუველირო ხელოვნებაში ანალოგი არ აქვს, ანუ მსოფლიოში "ოქროს მაქმანის" საავტორო უფლება სწორედ იმ ადამიანს ეკუთვნის, რომელიც "მარილისის" გუნდთან ერთად სამკაულებს თქვენთვისაც ქმნის. "ოქროს მაქმანი" გამოყენებულია "მარილისის" ძვირფას საკოლექციო ნივთებში, რომლებიც ხელოვნების ნამდვილი ნიმუშებია.
"მარილისს," როგორც ქართულ ხელოვნებასა და ბრენდს, საზღვარგარეთ კარგად იცნობენ. ძვირფასი თვლებით შექმნილი ექსკლუზიური სამკაულები არაერთხელ გამოიფინა ჰააგაში, ასტანაში, ლოს ანჯელესში და პრაღაში. "მარილისის" ცხოვრებაში განსაკუთრებული მოვლენა იყო კოლეციის ჩვენება ყაზახეთში, Fashion World-ის სივრცეში. საზღვარგარეთ გამართულმა ყველა გამოფენამ წარმატებით ჩაიარა.ამის დასტურია ის, რომ ჯერჯერობით „მარილისის“ სამკაულს უფრო მეტი უცხოელი ატარებს, ვიდრე ქართველი. ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული სტუმრები "მარილისის" სამკაულს ხშირად ყიდულობენ "რიქსოს ბორჯომის" დიზაინშოპშიც. გარდა ამისა, "მარილისი"ვიზიტორებს ქართულ თემატიკაზე შექმნილ ნივთებსაც სთავაზობს. "ჰოტელშოპინგის" ხაზი მოქმედებს "შატო მერეში," "როიალ ბატონში", ბათუმის "პიაცასა" და "რივერსაიდ ჰოტელში."
ცნობადობა და პოპულარობა საზღვარგარეთ კარგია, თუმცა დროა, ეს ბრენდი საქართველოშიც კარგად გაიცნონ. მაშ ასე, ვის ელოდებიან აბაშიძის 43 ნომერში? ყველას! ნებისმიერი ასაკის ადამიანს, ნებისმიერი ფინანსური შესაძლებლობით! "მარილისის" ოქროსა და ვერცხლის ლიმიტირებულ კოლექციაში აუცილებლად შეხვდებით ნივთს, რომლის დანახვისთანავე მიხვდებით, რომ ის თქვენთვისაა შექმნილი. არჩევანი ნამდვილად დიდია: საყურეები, სამაჯურები, ბეჭდები, ყველაფერი ის, რაც საკუთარი ინდივიდუალიზმის ხაზგასასმელად გჭირდებათ, ერთ მისამართზე მოიძებნება. მთავარია, აბაშიძის 43 ნომერში მისვლამდე არ დაპირდეთ ახლობლებს, რომ საიუველირო სახლიდან მალე დაბრუნდებით, თითოეული ნივთი ისე მოგაჯადოვებთ, დამერწმუნეთ, სიამოვნების მისაღებად იქ დიდხანს დარჩებით.
მსგავსი მოლოდინი უნდა გქონდეთ მამაკაცებსაც. სამკაულის სახლში დარწმუნდებით, რომ საუკეთესო საჩუქარი საყვარელი ქალბატონისთვის "მარილისია". თუმცა "მარილისის" მამაკაცის ხაზი გულგრილს არც თქვენ დაგტოვებთ. ყველა ნივთი შექმნილია თანამედროვე მამაკაცისთვის, რომელმაც იცის წარსულის ფასი და არ ეშინია მომავლის. მოკლედ, თუ თქვენ გემოვნებიანი ბრძანდებით, ძლიერი და თავდაჯერებული, თქვენი მისამართია ირაკლი აბაშიძის 43!
"მარილისის" ვერცხლის კოლექციაში არაერთი ტრენდული ნივთი მოიძებნება თინეიჯერებისთვისაც, იქნება ეს ქართული ასოები, ზოდიაქოს ნიშნები თუ აქტუალური სამაჯურები სხვადასხვანაირი კულონით. თითოეული სამკაულის დიზაინი "მარილისს" ეკუთვნის და მსგავსი ფორმის ნივთებს სხვაგან ვერსად ნახავთ. ასე რომ, ეს სამკაულები თქვენ ერთდროულად გამორჩეულს და თან ტრენდულს გაგხდით.
"მარილისში" თქვენი პატარისთვისაც მოიძებნება სასურველი ნივთი. პირადად მე ვერცხლის თევზით მოვიხიბლე, რომელიც, აღმოჩნდა, რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთია. "მარილისში" მიხსნიან, რომ თუ სპეციალური საკიდით თევზს ჭიქაში მოვათავსებ, ჩემი პატარა იონიზაციის პროცესის მეშვეობით სუფთა წყლის დალევას შეძლებს. "მარილისში" კიდევ ბევრ საჭირო ინფორმაციას მოისმენ, რა ენერგეტიკის მატარებელია თითოეული ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვა, რა დატვირთვა აქვს სამკაულში გაცოცხლებულ თითოეულ ფორმას, რა იყო კონკრეტული ნივთის შექმნის ინსპირაცია და რომელ მათგანზე უნდა გააკეთოთ პირადად თქვენ არჩევანი. "მარილისში" ხომ სამკაულებს თავიანთი ისტორია აქვთ. იქამდე, ვიდრე ერთი ნახვით თქვენს სიყვარულს მოიპოვებდნენ, დამუშავების ხანგრძლივი გზა გაიარეს. თითოეული მათგანის ამბავი კი იდეიდან დაიწყო. "მარილისში" ამბობენ, რომ ადამიანის საუკეთესო მეგობარი სწორედ იდეაა, ოქროსა და ვერცხლში განხორციელებული. ეს ყველაფერი კი უკვე ხელმისაწვდომი ფუფუნებაა, სახელად "მარილისი".