შეიძლება შეცდომაში შეხვიდეთ მაშინ, როცა ფიქრობთ, რომ VIP კლასის სამშობიაროში მშობიარობა მხოლოდ შეძლებულ ადამიანებს შეუძლიათ. ეს მოსაზრება არასწორია, რადგან ჩვენთან დაზღვევა შეგიძლიათ გამოიყენოთ და მიხვდებით, რომ სადაზღვევო თანხის გამოკლებით PINEO Luxury-ში მშობიარობა არ არის საშუალო კლასის სამშობიაროებზე ძვირი.
სამშობიარო პაკეტის მთლიანი პაკეტის ღირებულებაა - 1250$, გამოკლებული ის თანხა, რასაც დაზღვევა აგინაზღაურებთ. ამ პაკეტში შედის:
მშობიარობა (როგორც ბუნებრივი, ასევე საკეისრო კვეთა, აუცილებლობის შემთხვევაში) ანესთეზია (ნებისმიერი სახის) ექიმის ჰონორარი (მათ შორის აყვანილი) განთავსება გაწერამდე ოთხჯერადი კვება ქალისა და ახალშობილთა მოვლის საგნები
· ჩვეულებრივ შესაძლებელია სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების მიღება , ბუნებრივი მშობიარობის შემთხვევაში 500 ლარი, საკეისრო კვეთის შემთხვევაში 650 ლარი;
· კერძო სადაზღვევო კომპანიების უმრავლესობა ჩვენი პროვაიდერია, შესაბამისად პირდაპირი დაფინანსებით შეგიძლიათ სარგებლობა (დაფინანსების დეტალები და ლიმიტები მათთან უნდა გაირკვეს). პროვაიდერები არიან : არდი, ჯიპიაი ჰოლდინგი, იმედი L, პე ეს პე, ქართუ, უნისონი, ალფა;
· შესაძლებელია სახელმწიფო დაფინანსების და კერძო სადაზღვევო პოლისის კომბინირებული გამოყენება;
ზუსტად რა თანხის გადახდა მოგიწევთ "საკუთარი ჯიბიდან" სადაზღვევო პოლისით სარგებლობის დროს უნდა დაადგინოთ სადაზღვევო კომპანიასთან (ანუ რა მომსახურებებს აგინაზღაურებთ და ლიმიტი რამდენი გექნებათ), მაგრამ აქამდე მიღებული გამოცდილებების საფუძველზე შეგვიძლია გითხრათ რომ საშუალო ღირებულება რაც უწევდათ საკუთარი ჯიბიდან გადაეხადათ დაზღვეულ პაციენტებს 1000-დან 1500 ლარამდე მერყეობს, რაც როგორც ხედავთ საშუალო კლასის სამშობიაროების ფასს უტოლდება.
პერიოდულად მოქმედებს შეღავათები და კონკრეტული ფასდაკლებები ჩვენს სერვისებზე. შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ჩვენს facebook გვერდს, სადაც მუდმივად განახლდება ინფორმაცია მოქმედ აქციებთან დაკავშირებით.
P.S: გვესტუმრეთ, სიამოვნებით ჩაგიტარებთ ჩვენი აპარტამენტების პატარა ექსკურსიას.