სანიმა გრუპი

Bride to be - სანიმა გრუპის კიდევ ერთი წარმატებული პროექტი

09 თებერვალი 2017

თუკი ახლა, ამ სტატიის თვალიერებისას აღმოაჩენთ, რომ ჩემოდნებში "სანიმას" ულამაზესი ხალათები და საზღვაო ატრიბუტიკა ჯერ არ ჩაგილაგებიათ, ნუ იღელვებთ, "სანიმას" გოგოების ტელეფონებსა და კონტაქტებს შეგატყობინებთ, თქვენთვის სასურველ მოდელს აუცილებლად მოგისწრებენ და საზღვაო კურორტზე ეფექტიანი და დაუვიწყარი გამოჩენა გარანტირებული გაქვთ. მით უფრო, თუ თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება: წინ საქორწილო მზადებაა, ან თაფლობის თვე. "სანიმას" ბრენდის უნიკალურობა სწორედ ისაა, რომ თუკი მისი ერთი რომელიმე მოდელი გაქვთ, გარდერობზე დიდად ზრუნვა არ არის საჭირო. პრინციპში, კარგად რომ დავფიქრდეთ გოგოები, რა გვჭირდება საქორწინო დღეებში, საპატარძლო კაბისა და ლამაზი ფეხსაცმლის გარდა, ცხადია? მართალია, ის სამოსი, რომელიც მხოლოდ მისთვის, ან უკიდურეს შემთხვევაში, უახლოესი მეგობრების თვალისთვის არის განკუთვნილი. Bride To Be - ეს  "სანიმას" რიგით მეორე პროექტია, რომლის მთავარ გმირებს ერთი საინტერესო როლი უნდა მოერგოთ - პატარძლისა და მისი მეგობრების. იდეა სახალისო და პრაქტიკული აღმოჩნდა. სახალისო, ვინაიდან პატარძლის როლის თამაში ყოველთვის კარგ და მხიარულ განწყობაზე გაყენებს, პრაქტიკული კი იმ თვალსაზრისით, რომ მინიმუმ სამმა გოგომ ჩვენს სითიში ზუსტად იცის, სად რომელი მოდელი მოირგოს. ჩვენი თხოვნით, გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს თქვენც გაგიზიარებენ. მერე რა, რომ ჯერ პატარძალი არ ხართ, ზაფხულის ცხელი დღეები, ზღვა, აუზი, დასვენება და "სანიმა" გელოდებათ!





თაკო ჩორგოლაშვილი

ტელეწამყვანი

დიდი, პომპეზური და ხალხმრავალი ქორწილი არასდროს მხიბლავდა. მომწონს სისადავე, ძალიან ვიწრო წრეში გადახდილი ლამაზი ქორწილი. კაბაზე არასდროს მიფიქრია, თუმცა, ალბათ, სადას და ჰაეროვანს მივანიჭებ უპირატესობას. დატვირთული საქორწილო კაბები იშვიათად მომწონს. მომწონს ღია ცის ქვეშ გადახდილი, მსუბუქად გაფორმებული ქორწილი. არ არის აუცილებელი ძვირად ღირებული ყვავილები და გაფორმება, მთავარია, გემოვნებიანად იყოს გაკეთებული. ე.წ. `დევჩატნიკის" ტრადიცია ნამდვილად მხიბლავს. ესეც ერთგვარი სამზადისი და განწყობის შექმნაა განსაკუთრებული დღისთვის.

"სანიმა"
ძალიან საინტერესო ერთობლივი პროექტი იყო, ხალათი და ზღვის მოსაცმელი არის ის, რაც ქალს ყველაზე მეტად ხიბლავს და კომფორტს უქმნის.

Sanima Robes - დღეს მე "სანიმას" ხალათების მომხმარებელი ვარ, იმდენად მომწონს მათი ხალათები, რომ სახლში და ზოგჯერ, ზღვის სანაპიროზეც კი მაცვია.

Sanima in Voga - მაშინაც კი, როდესაც ვისვენებ და არ ვარ გაპრანჭული, ეს ხალათი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ვიყო ფორმაში სახლის პირობებში და ყოველთვის მომწონდეს ჩემი თავი.

Sanima Ocean - თუ ის უკვე თქვენს საზღვაო ჩანთაშია, დარწმუნებული იყავით, მუდამ ყურადღების ცენტრში იქნებით, ეს კი ყველა გოგოს მოწონს!

sanima velvet - ეს სრულიად ახალი აღმოჩენა იყო ჩემთვის, ხავერდის ხალათები, სილუეტური და ძალიან კარგი ხარისხის, ვფიქრობ, ყველას მოუხდება.




ელენე მახარაშვილი
სამოდელო სააგენტო Lookmodels


დიდ, თეთრ, ფუშფუშა კაბასა და გრანდიოზულ ქორწილზე არასდროს მიოცნებია. ჩემი ქორწილი ყოველთვის ძალიან სადა კაბით, ღია ცის ქვეშ წარმომედგინა, ცოტა ვინტაჟურ სტილში, ახლო მეგობრებით მხიარული მუსიკის ფონზე. არ მომწონს ქორწილის ტრადიციული სამზადისი, მათ შორის არც ე.წ. "დევჩატნიკი" - გოგონების წვეულება, ალბათ, ქორწილის წინა დღეებში ამ დღესაც არ აღვნიშნავდი.

ჩემი ოცნების ქორწილი ტრადიციულისგან განსხვავდება; არ იქნება თამადა, ქართული ცეკვა და არც ქორწილებისთვის დამახასიათებელი "ფლეილისტი". ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ჯვრისწერა და ჩემი უახლოესი ადამიანების ყოფნა ჩემ გვერდით.

"სანიმა"

"სითის" პროექტი ნამდვილად დასამახსოვრებელი ექსპერიმენტი იყო. "სანიმას" ხალათები და ზღვის მოსაცმელები ნამდვილად გამორჩეულად გაგრძნობინებს თავს სახლშიც, აუზზეც და ზღვის სანაპიროზეც.

მე ატლასის ხალათი მაქვს და ძალიან მეხმარება ზაფხულის ცხელ დღეებში თავი კომფორტულად და დახვეწილად ვიგრძნო.

მზე ყველაზე მეტად მაბედნიერებს, შესაბამისად, ზღვაც ძალიან მიყვარს და ყოველთვის მოუთმენლად ველოდები ზაფხულის სეზონს. ამ პერიოდში ყველა ძალიან ბედნიერია და, როგორც ოდრი ჰებბერნი იტყოდა: "ბედნიერი ქალები ყველაზე ლამაზები არიან." 













მარიამ ვაშაძე
ტელეწამყვანი


ჩემს ქორწილზე ჯერ ბევრი არ მიფიქირა, ერთადერთი ის ვიცი, რომ მინდა იყოს ზღვის სანაპიროზე. ალბათ, ამაზე ლამაზი ვერცერთ დარბაზში ვერ იქნება. მზე, ზღვა და საყვარელი ადამიანები. ყველაფერი სადად და გემოვნებით გაფორმებული, დეკორაციას, ალბათ, თეთრი, ცისფერი და ვერცხლისფერი ფერებით გავაფორმებდი, გამოვიყენებდი ცოცხალ ყვავილებს. ტორტი, სავარაუდოდ, ლამაზი, გემრიელი და გრანდიოზული იქნება, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. დაახლოებით ვიცი კაბის დიზანიც, აუცილებლად უნდა იყოს ნაზი და ჰაეროვანი, თეთრი, ან წყლისფერი. ამ ყველაფერს დაემატება გემოვნებიანი სიმღერები, საღამოს დასასრულს კი DJ. ახლა აღმოვაჩინე, რომ ჩემს ქორწილზე მიფიქრია და თან არცთუ ისე ცოტა, თითქმის ყველაფერი ვიცი, როგორი მინდა იყოს.

"სანიმა"

სასიამოვნო იყო ზღვის სანაპიროზე გადაღებები. ვფიქრობ, კარგი პროექტი გამოვიდა, თუმცა მე ზღვა იმდენად მიყვარს, რომ სიხარულით ვხვდები ყველა გადაღებას, რომლებიც ზღვაზე იგეგემება, ამიტომ სუბიექტური ვიქნები.

Sanima Ocean -  წყალთან და ზღვასთან ასოცირდება, ამიტომ ჩემია.

Sanima in Voga - ფაქტობრივად, კაბა არ გჭირდება.

Sanima Robes - დახვეწილი ქალის Must Have..

sanima velvet - ჩემთვის ცხელი ზაფხულის დღეების მიუხედავად, აუცილებელი ატრიბუტია საზღვაო მოგზაურობის!

ზაფხული წელიწადის ის დროა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. აგვისტოში დავიბადე და, ალბათ, უფრო ამიტომ ვარ ზაფხულის გოგო. ამ დროს ვიცვლები როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად. ვარ ფერადი, მხიარული, მუდამ კარგ განწყობაზე. არ მბეზრდება, წელიწადის ყველა დროს გავცვლიდი ზაფხულში. 

მსგავსი სიახლეები