ვითიბი Mobile Pay - ს ახალი მაღალტექნოლოგიური პლატფორმა - Visa Token Service დაემატა.
აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებით მობილური გადახდები მაქსიმალურად უსაფრთხო ხდება. კერძოდ, გადახდის მომენტში, ბარათის რეალური მონაცემების ნაცვლად, სპეციალურად შექმნილი ერთჯერადი კოდის (ტოკენის) გადაცემა ხდება, რაც გამორიცხავს თქვენი ბარათის მონაცემების უცხო პირთან მოხვედრის შესაძლებლობას.
საქართველოში პირველად, ვითიბი ბანკი Mobile Pay - ს მომხმარებელს სთავაზობს ახალ შესაძლებლობას, ნებისმიერი გადახდა, რომელიც 45 ლარს აღემატება, პინ კოდის ნაცვლად, თითის ანაბეჭდით დაადასტუროს. აღნიშნული სიახლე კიდევ უფრო გაამარტივებს აპლიკაციის მოხმარებას.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://ge.vtb.ge/personal/cards/exclusive/471712/