თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, Vape ბარების ქსელის "ღრუბელი" პირველი ლაუნჯი გაიხსნა. ,,ღრუბელში” სხვადასხვა არომატის ორთქლის სიგარეტებია წარმოდგენილი, რომლებიც კომპანიას ევროპიდან და ამერიკიდან შემოაქვს.
ახალი ლაუნჯ-ბარის მთავარი მიზანია, თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვი შეამციროს და მწეველებს სიგარეტისთვის თავის დანებებაში ხელმისაწვდომი და ჯანსაღი გზით დაეხმაროს.
,,ღრუბელი” ქართველ მომხმარებელს სიგარეტის ალტერნატივას სთავაზობს.
კომპანია თებერვლისათვის თბილისში ათი ობიექტის გახსნას აპირებს, სამომავლოდ კი ლაუნჯების გახსნას საქართველოს რეგიონებშიც, მათ შორის, ბათუმში, თელავსა და ქუთაისში გეგმავს.
ვეიპინგი ჯანსაღი, სხვადასხვა გემოსა და არომატის ორთქლით სიგარეტის ჩანაცვლებას გულისხმობს.