სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე
ლაბორატორული მედიცინა – 8 ადგილი
რეზიდენტურაში მიღებასთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი ვადები:
საბუთების მიღება – 15 დეკემბერი – 23 დეკემბერი
გასაუბრება – 26 დეკემბერი
შედეგების გამოცხადება – 28 დეკემბერი
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თსუ მედიცინის ფაკულტეტს
(ბელიაშვილის 78, მედიცინის ფაკულტეტის დეკანატი, ოთახიN323 ).
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირცხვის შესახებ (თანდართული ფორმის მიხედვით);
ბ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან/და შესაბამისი ცნობა;
გ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.
არასრულად წარმოდგენილი საბუთების შემთხვევაში მაძიებლის განცხადება განხილვას არ დაექვემდებარება!