არდი

“არდის“ უნიკალური მომსახურება

01 თებერვალი 2017

ქართული ნაციონალური ბალეტის ყველა წევრი სადაზღვევო კომპანია ”არდიმ” ერთ მილიონ ლარად დააზღვია. ანსამბლ ”სუხიშვილების” ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა და სადაზღვევო კომპანია ”არდის” დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს. ხელშეკრულების თანახმად, დასის ყველა წევრი პროფესიულ ტრამვებზე იქნება დაზღვეული. მოცეკვავეებს პროფესიული ტალანტის დაკარგვის შემთხვევაში  ”არდი” ორი წლის განმავლობაში ხელფასით უზრუნველყოფს. დაზღვევა გავრცელდება დასის გასტროლებისას, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

სადაზღვევო კომპანია ”არდის” დირექტორის მიხეილ ჯაფარიძის განცხადებით, კომპანიისთვის დიდი პატივია იყოს ქართული ნაციონალური ბალეტის ”სუხიშვილების” პარტნიორი და მზღვეველი.

”მიგვაჩნია, რომ სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის სახით საქართველოს ყავს სუპერვარსკვლავები, რომლებიც არ ჩამოუვარდებიან მსოფლიო დონის მეგა-ვარსკვლავებს. ამიტომ, ვთვლით, რომ თუ მსოფლიოში ასეთი ვარსკვლავების პროფესიული ტალანტი დაზღვეულია, საქართველშიც უნდა ისარგებლონ მსგავსი უნიკალური მომსახურებით. გვჯერა, რომ ამ ნოვატორული პრეცენდენტით ”არდი” შექმნის ახალ ისტორიას თანამედროვე სადაზღვევო ინდუსტრიაში.” -განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.

”არდის” დირექტორის თქმით, საქართველოს სადაზღვევო ბაზარი განვითარებადია და ერთგვაროვნებით გამოირჩევა. მიხეილ ჯაფარიძის განცხადებით, ”არდის” მიერ შეთავაზებული უპრეცედენტო სადაზღვევო პროდუქტი, ზოგადად, ბაზრის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია.

ნინო სუხიშვილის თქმით, ”არდთან” გაფორმებული მემორანდუმი დასისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დასის ხელმძღვანელის განმარტებით, პროფესიული ტრამვები საკმაოდ ხშირია და მოცეკვავეების დაზღვევა აუცილებელია.

”მსოფლიოში ცნობილი ადამიანები იზღვევენ ხელებს, ფეხებს რაც მათ უნიკალურ ნიჭს განაპირობებს, ეს ცნობილი ფაქტია და მოხარული ვარ, რომ საქართველოშიც მოხდა მსგავსი უპრეცენდენტო შემთხვევა. მე ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ბევრ კარგ შედეგს გამოიღებს. ”-აღნიშნა ნინო სუხიშვილმა.

”არდის” პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის უფროსის თეონა გოდერიძის განმარტებით, დაზღვევა ვრცელდება დასის ყველა წევრზე, მათ შორის მუსიკოსებზეც.

”ჩვენ შეგნებულად არ გამოვყავით გარკვეული ნაწილი, ვინაიდან ვთვლით, რომ სუხიშვილების გენია არის ერთ მთლიანობაში. ჩვენ ვგრძნობთ დიდ პასუხისმგებლობას, რომ ქართული ხელოვნების ისეთი საგანძური, როგორიც არის ”სუხიშვილების” დასი, საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევების დასაზღვევად ირჩევს კომპანია ”არდის.”-აღნიშნა თეონა გოდერიძემ.

სპეციალურად ამ მოვლენისთვის დამზადებული ოქროს პერგამენტიანი სადაზღვევო პოლისი, რომლის ჯამური სადაზღვევო ლიმიტი 1 მილიონი ლარია, სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის შენობაში განსაკუთრებულ დაცულ ადგილას განთავსდა.

მსგავსი სიახლეები

აქცია საკრედიტო ბარათებზე!

08 აგვისტო 2018
განაღდების საკომისიო მხოლოდ 1%
დეტალურად

ანაბრების აქცია ტერაბანკში!

18 ივლისი 2018
გადმოპორტირდი დანახარჯების გარეშე...
დეტალურად

აქცია იპოთეკურ სესხებზე გირო კრედიტში!

28 მაისი 2018
თუ თანხა გჭირდება ან უკეთესს შეთავაზებას ეძებ ...
დეტალურად

სესხი აგრო დაზღვევისთვის!

13 მაისი 2018
ისარგებლეთ ახალი პროდუქტით!
დეტალურად

სიახლე გოა კრედიტისგან!

11 მაისი 2018
უჯარუმო ოქროს სესხი 2% - ში
დეტალურად

აქცია ტურბოში!

08 მაისი 2018
დაიწყე გადახდა 2 თვის შემდეგ!
დეტალურად