პრემია "საბას" 2017 წლის გამარჯვებული ნომინაციაში წლის საუკეთესო რომანი - ალეკო შუღლაძე, „გადამალვა“.
http://laterna.ge/?cat=44&show=17202#.WeYhiI-Cy70
"კარგად მესმის, დედას სული მანამდე არ დატოვებს სხეულს, სანამ ჩემს მოვალეობას არ შევასრულებ. რა არის ჩემი მოვალეობა, რა უნდა გავაკეთო? ვიყო მის გვერდით, ტკბილი სიტყვები ვუთხრა, ჭრილობა შევუხვიო და როცა იტანჯება, ვერაფრით დავეხმარო? ეს არის შვილის მოვალეობა - სასთუმალთან ჯდომა და ლოდინი? სიბერეში როცა საწოლში ვიწვები, განა მხოლოდ ის მენდომება, შვილები თავთან მესხდნენ და მეფერებოდნენ? მომიარეთ რა, მომეფერეთ, სანამ სული დამილევია... ხვალ ვკვდები და დღეს იზრუნეთ რა ჩემს სხეულზე..."