პარფიუმერული მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“ მომხმარებელს, მხოლოდ 4 ივნისს, განსაკუთრებულ შემოთავაზებას უმზადებს. პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „ლუტეციას“მარკეტინგის მენეჯერმა, მარიამ რობიტაშვილმა აღნიშნა, პეკინის #25-ში მდებარე „ლუტეციას“ ფილიალში, მომხმარებელს ექნება საშულება მიიღოს 30% ფასდაკლება CLINIQUE, Ermenegildo Zegna, MICHAEL KORS და DONNA KARAN პროდუქციაზე. გარდა ამისა, უამრავი საჩუქარი ყოველ შენაძენზე.
მისივე ინფორმაციით მომხმარებელს ასევე შეეძლება მიიღოს უფასო ინდივიდუალური კონსულტაციები და კანის მოვლის მინი- პროცედურები უცხოეთიდან მოწვეულ CLINIQUE-ის სპეციალისტისგან.
„ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელს ავუხსნათ, რომ ბრენდი CLINIQUE თავიდან ბოლომდე დერმატოლოგების მიერაა შემუშავებული. მისი მოვლის საშუალებები აბსოლიტურად ჰიპოალერგიულია და არ შეიცავს სურნელოვან დანამატებს. არ არსებობს პრობლემა, რომელიც CLINIQUE -თვის უცხო და დაუძლეველი იქნება“,- განაცხადა რობიტაშვილმა.
ცნობისთვის „ლუტეციას“ მაღაზიები პეკინის 25-ში , ვაჟა ფშაველას 26, ჭავჭავაძის 43 , მარჯანიშვილის 19, რუსთაველის 18, რუსთაველის 42 და ქავთარაძის 1ნომრებში მდებარეობს. ფილიალები ყოველდღე 10:30-დან 21:00 საათამდე მუშაობს.