10 ოქტომბერს სასტუმროში – “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი” პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი – “იყიდე ქართული” გაიმართება, სადაც შეძლებთ გაეცნოთ ქართულ პროდუქციებს.
#ქარვაქართულია
#ნატურალურია
info@qarva.ge
0322 23 13 90
პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი "იყიდე ქართული"
50-მდე ადგილობრივი მწარმოებლის სპონსორობით 2017 წლის 10 ოქტომბერს სასტუმრო – “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი”-ში გაიმართება. ფორუმზე იქნება გამოსვლები, პანელური დისკუსიები, ქართული ნაწარმის ექსპო და B2B შეხვედრები, რომელთაც 300+ სპეციალურად მოწვეული ადამიანი დაესწრება. “იყიდე ქართული“-ს მხარდამჭერები არიან საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია (GPF), საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (GEO) და გადასახადის გადამხდელთა კავშირი (TPU). ბიზნეს ფორუმის საერთაშორისო პარტნიორია World-OKTA – Overseas Korean Trade Association თბილისის ფილიალი. მედია პარტნიორები არიან ბიზნეს მედია საქართველო (BM) და IMEDI FM.
გენერალური სპონსორია სს რუსთავის აზოტი.
სპონსორი მწარმოებლები არიან:
- აბაშური – მჭადის ფქვილი
- აგროარომა ჯგუფი – ბუნებრივი ეთერზეთების წარმოება
- აგროქიზიყი – საქონლის მზა საკვები და საკვებდანამატები
- აქვა გეო – წყალი “სნო”
- ბებოს ნობათი – ბებოს ჩურჩხელა
- ემსიბი ჯორჯია – “ბეიქ ჰაუსი”-ს პურ-ფუნთუშეული და მაფინები
- გემუანი – სუბლიმირებული პროდუქტები
- გურიელი – ქართული ჩაი
- გლობალ ბიერ ჯორჯია – ქართული ლუდი
- გრეიფი – თათარა
- გრინპაკი – ქაღალდისა და მუყაოს პროდუქცია
- დე-კა – ქართული ეროვნული ელემენტებით გაფორმებული სამოსი
- დემა – ქართული ნატურალური საპონი
- დიზაინ ემ ჯორჯია – დეკორატიული ფილები
- დილის პროდუქტები – ჩვეულებრივი და ომეგა 3-ით გაჯერებული ქათმის კვერცხი
- ეი ენდ თი ტრეიდინგი – პორციული შაქრის “სტიკები”
- ვესტუსი – ახალი ტიპის ჰიდრო და თერმო საიზოლაციო საშუალება
- ზედაზენი – ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები
- თელიანი ველი – ქართული ღვინოები
- თიდაზინი – ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი დამწვრობის საწინააღმდეგო მალამო
- ივერია ტექს – ტექსტილის ნაწარმი
- იმერეთი გრინერი – სასათბურე მეურნეობა სამტრედიაში
- ირინოლა – თაფლი
- კამპა – წვენები და ნექტარები
- კოოპერატივი კოდი – ალპური ზონის თაფლი
- იზოსია – კოსმეტიკური საცხი
- მადლიანი 2017 – ტრადიციული ქართული ტკბილეული
- MG მარიამ გიორგაძე – ტყავის ხელნაკეთი აქსესუარები
- მარშე – კვების პროდუქტები
- მედა ბრაითი – ჰიგიენური ნაწარმი
- მეტალტექნიკა – უჟანგავი მეტალის ავეჯი
- მეღვინეობა ხარება – ქართული ღვინოები
- მზეთამზე – ქართული ხორბლის პურის საცხობი
- ნოვა – ავზები და სამშენებლო მასალები
- ნუტრიმაქსი – საქონლის მზა საკვები და საკვებდანამატები
- რუსთავის აზოტი – მინერალური სასუქები
- საფერიკო – ხილის და ბოსტნეულის წვენები
- საქკაბელი – სადენები
- სიღნაღი – მზესუმზირის კახური არარაფინირებული ზეთი
- ტისუპეიპერ – ჰიგიენური ქაღალდი
- ტყიბულის ჩაი – ქართული ჩაი
- სამთო კომპანია ფარავანპერლიტი – პერლიტის ნაწარმი
- ფრეკო – კარტოფილი ფრი
- ქარვა – რაფინირებული და არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი
- ქართული ზეთისხილი – ქართული ზეთისხილის ზეთი
- ქართული პრემიუმი – ხორცის პროდუქტები
- შატო ნეკრესი – ქართული ღვინოები
- ჯეო მულჩი – ორგანული მულჩის წარმოება