საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა ისრაელში (მაშავის) სასწავლო ცენტრის პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. პროგრამის მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნიდან კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ. სასწავლო კურსს-„წყლის რესურსების ეფექტური მართვა და გამოყენება“ საქართველოდან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის მენეჯერი ნიკოლოზ ვასაძე და კომპანიის ტექნოლოგიური დანადგარების და მოწყობილობების ექსპლუატაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ლაშა კვიციანი დაესწრნენ.
ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (MASHAV) სასწავლო ცენტრის მიერ, ტექნიკური დახმარების ფარგლებში ორგანიზებული სასწავლო კურსების- „წყლის რესურსების ეფექტური მართვა და გამოყენება “ მიზანი იყო ამ სფეროში დასაქმებულთათვის გაეზიარებინათ ისრაელის გამოცდილება, მსმენელებთან ერთად განეხილათ წყლის რესურსების გამოყენების მოწინავე, ახალი ტექნოლოგიები და პრაქტიკა.
ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.