ამბოლი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
ამბოლი დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტომობილის ფარების, ალუმინის დისკებისა და აქსესუარების ბაზარზე ლიდერ კომპანიად. არსებობის მანძილზე კომპანია მუდმივად აფართოებდა როგორც საკუთარი მაღაზიების ქსელს, ასევე საქონლისა და მომსახურების სახეობებს.
დღეისათვის კომპანია დაკავებულია ავტონაწილებისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტის იმპორტითა და რეალიზაციით როგორც საბითუმოდ ასევე საცალოდ საკუთარი მაღაზიების ქსელის საშუალებით.
ერთის მხრივ, პირდაპირი კავშირი და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები ავტონაწილების მწარმოებლებთან(ქარხნებთან) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მეორეს მხრივ იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია პირდაპირ საბოლოო მომხმარებელზე საკუთარი მაღაზიების ქსელის საშუალებით, განაპირობებს ყველაზე დაბალ ფასებს ჩვენს მაღაზიებში.
დიდი არჩევანი, მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი ფასები და პროდუქტისა და მომსახურების მაღალი ხარისხი ის პრიორიტეტებია, რომელთა გაუმჯობესებაზე მუდმივად ზრუნავს კომპანია.