კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

უმაღლესი სასწავლებელი
5
(1 შეფასება)
თბილისი, ჩარგლის ქ.73

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 09:00-21:00 შაბ: 09:00-21:00 კვ: 09:00-21:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash
ორმაგი ხარისხის პროგრამა
გაცვლითი პროგრამები
ბიბლოთეკა
პარკინგი

21 წლის წინ ყველაფერი ერთი შეხედვით უტოპიური იდეიდან დაიწყო! 1995 წელს, როცა ქვეყანაში მძიმე სოციალური და პოლიტიკური ფონი იყო, რამდენიმე ადამიანის იდეა რეალობად იქცა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში გაჩნდა უმაღლესი სასწავლებელი,  რომელიც ათ წელიწადში  ერთ-ერთ წარმატებულ და მძლავრ უნივერსიტეტად იქცა. იზრდებოდა აკადემიური პერსონალის ხარისხი, ფაკულტეტების რაოდენობა, ვითარდებოდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზები, რასაც ლოგიკურად მოჰყვა სტუდენტთა რაოდენობის სწრაფი ზრდაც. 2005-2007 წლებში უნივერსიტეტმა პირველად წარმატებით გაიარა ინსტიტუციური აკრედიტაცია. 2012 წელს უნივერსიტეტის ყველა პროგრამას 5 წლის ვადით მიენიჭა აკრედიტაცია, ასევე 5 წლის ვადით მოიპოვა ავტორიზაცია და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების - უნივერსიტეტის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (კსუ) სწავლა სამსაფეხურიანი გახდა და სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა 3500-ით განისაზღვრა.

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ 2015 წლის 14 ივლისს დააკმაყოფილა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის განაცხადი. საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის კონტინგენტი 4700 (ოთხიათას შვიდასი) სტუდენტით განისაზღვრა.

კსუ ახორციელებს საბაკალავრო, ერთსაფეხურიან (ქართულ ინგლისურ  და რუსულენოვან), სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არაერთი საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი მოქმედებს, საქართველოში მაინც არსებობდა დასავლური ყაიდის უნივერსიტეტის შექმნის მოთხოვნილება; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სწორედ ეს მისია დაისახა; დამფუძნებელთა და ცნობილ, გამოცდილ მეცნიერთა ჯგუფის ერთობლივი მცდელობის შედეგად უნივერსიტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა ხუთი ძლიერი, მაღალი პროფესიული აკადემიური კადრით დაკომპლექტებული და თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებით აღჭურვილი ფაკულტეტი:

  1. ბიზნესის ფაკულტეტი;
  2. სამართლის ფაკულტეტი;
  3. სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
  4. მედიცინის ფაკულტეტი;
  5. მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი.

 

კავკასიის საერთასორისო უნივერსიტეტმა დაარსების დღიდან უამრავი ცვლილება განიცადა. დაინერგა არაერთი მეცნიერული სიახლე, განვითარდა არსებული სტრუქტურები და მიმართულებები. უნივერსიტეტში მუდმივად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს როგორც სასწავლო პროცესის, ასევე მენეჯმენტის დახვეწა და სრულყოფა.

უკვე წლებია, კსუ-ს მთავარ პრიორიტეტს სტუდენტთა დასაქმების პროგრამა წარმოადგენს. სწავლის პროცესში აქცენტი გამახვილებულია ახალგაზრდათა განსაკუთრებული პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა  და სრულყოფილი ცოდნის ფლობაზე.

კსუ-ში მუდმივად მიმდინარეობს ისეთი უნივერსიტეტების ძიების პროცესი, რომელთანაც თანამშრომლობა ჩვენს სტუდენტებსა და სამეცნიერო-აკადემიურ პერსონალს საშუალებას აძლევს, გაეცნონ საერთაშორისო პარტნიორების საქმიანობის კომერციულ და კულტურულ მხარეებს; წარჩინებულ სტუდენტებს კი ეძლევათ შანსი, სწავლა გააგრძელონ პარტნიორ უნივერსიტეტებში.

2012-2013 წლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შეემატა კიდევ ერთი ახალი კორპუსი, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე საუნივერსიტეტო სტანდარტებს. ევროპული სტანდარტების აუდიტორიები, დიდი ბიბლიოთეკა, სტუდენტური კაფე, სპორტული დარბაზები და  გამწვანებული ეზო საუკეთესო სასწავლო გარემოს ქმნის.

კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების მიზნით, უნივერსიტეტში სისტემატურად იხვეწება სწავლების მეთოდები, ხდება პროგრამების მოდიფიცირება-განახლება; შემუშავდა ახალი საგანმანათლებლო პროგრამები და სასწავლო კურსები, ინერგება სიახლეები, ფუნქციონირებს სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიები. ყოველივე აღნიშნული  კავკასიის სართაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აღიარებისა და ევროსივრცეში მისი სრულად ჩართვის საფუძველია. უნივერსიტეტში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიური მოწყობილობები ვიდეო-კონფერენციების ჩატარების, დისტანციური სწავლების დანერგვის, მსოფლიოს სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან პირდაპირი დაკავშირების საშუალებას იძლევა.

სწავლების ხარისხის ასამაღლებლად უნივერსიტეტი სათანადო ყურადღებას უთმობს და ითვალისწინებს სტუდენტთა მოსაზრებებს.  ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულნი აკადემიური პროცესის შეფასებაში.

სტუდენტთა პროფესიულ დაოსტატებას ხელს უწყობს თანამედროვე ლიტერატურითა და ელექტრონული ტექნოლოგიებით აღჭურვილი საბიბლიოთეკო ფონდიც. უნივერსიტეტს მჭიდრო კონტაქტები აქვს საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო დაწესებულებებსა და კერძო კომპანიებთან. „მოწვეული სტუმრის“ პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება აქვთ, კონტაქტები დაამყარონ პოლიტიკის, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათ დასაქმებას.  სწავლისა და კვლევის სფეროების არჩევაში სტუდენტებს სრული თავისუფლება აქვთ მინიჭებული. მათ შექმნეს ქმედითუნარიანი თვითმმართველობის ორგანო. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების აქტიური მონაწილეობით უნივერსიტეტი განსაზღვრავს სწავლებისა და კვლევის პრიორიტეტებს.

კსუ-ს ბაზაზე 2009 წლიდან ფუნქციონირებს ყოველკვარტალური რეცენზირებადი, რეფერირებადი სამენოვანი სამეცნიერო ჟურნალი „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაცნე“, რომელშიც იბეჭდებიან როგორც კსუ-ს, ასევე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი წამყვანი მეცნიერები; 2011 წლიდან უნივერსიტეტს შეემატა  კიდევ ერთი ყოველკვარტალური პერიოდული ორგანო, გაზეთი „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“, რომელიც საინფორმაციო და რეკრეაციული ხასიათისაა და ასახავს კსუ-ს ყოველდღიურ სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრებას. ასევე უნივერსიტეტი გამოსცემს  საუნივერსიტეტოს სტუდენტურ ჟურნალს.

წლების განმავლობაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შეემატა არაერთი პარტნიორი უნივერსიტეტი, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი კსუ-ს ინტეგრაციას  მსოფლიო განათლების სისტემასთან.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტები არიან:

  1. ოდლარ იურდუს უნივერსიტეტი“ (ბაქო, აზერბაიჯანი);
  2. ბრნოს ტექნოლოგიის უნივერსიტეტი (ჩეხეთის რესპუბლიკა);
  3. კავკასიის უნივერსიტეტი (ბაქო, აზერბაიჯანი);
  4. სულეიმან დემირელის უნივერსიტეტი (თურქეთის რესპუბლიკა);
  5. ყირიმის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი (უკრაინა);
  6. კავკასიის უნივერსიტეტი (თურქეთის რესპუბლიკა);
  7. გირესუნის უნივერსიტეტი (თურქეთის რესპუბლიკა);
  8. კიევის სამართლის უნივერსიტეტი (უკრაინა);
  9. ვარმიისა და მაზურის უნივერსიტეტი;
  10. ბიზნეს-ადმინისტრირების უნივერსიტეტი;
  11. გდანსკის უნივერსიტეტი;
  12. თურქეთის სამოქალაქო ავიაციის უნივერსიტეტი.
  13. აზერბაიჯანის სახელწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი
  14. ევროპული უნივერსიტეტი (უკრაინა);
  15. კიევის ნაციონალური სატრანსპორტო უნივერსიტეტი (უკრაინა);
  16. ხერსონის უნივერსიტეტი (უკრაინა);
  17. კიევის სახალხო მედიცინის უნივერსიტეტი (უკრაინა);
  18. ლოძის უნივერსიტეტი (პოლონეთი);
  19. რჟეშოვის უნივერსიტეტი (პოლონეთი);
  20. კოლეგიუმ სივიტასი (პოლონეთი);
  21. ბიდგოშის ეკონომიკის უნივერსიტეტი (პოლონეთი);
  22. დასავლეთპომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (პოლონეთი);
  23. რუსულ-სომხური სლავონური უნივერსიტეტი (სომხეთი);
  24. ნიშის უნივერსიტეტი (სერბეთი);
  25. ოვიდიუსის უნივერსიტეტი (რუმინეთი);
  26. ორადეას უნივერსიტეტი (რუმინეთი);
  27. პან-ევროპული უნივერსიტეტი (სლოვაკეთი);
  28. მატეჟ ბელ უნივერსიტეტი (სლოვაკეთი);
  29. ვარნის თავისუფალი უნივერსიტეტი (ბულგარეთი);
  30. ახალი პროფესიების ცენტრი (ესპანეთი);
  31. ალკალას უნივერსიტეტი (ესპანეთი);
  32. მისისიპის შტატის უნივერსიტეტი (აშშ).
მეტის ნახვა

მიმოხილვები

******
05/03/2017
Z
Zura Mosakhlishvili
Z

თეგები