სათამაშოების მაღაზია ჭიტა
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
![visa](/img/payment/visa.png)
![master-card](/img/payment/master-card.png)
![cash](/img/payment/cash.png)
![maestro](/img/payment/maestro.png)
![bank-transfer](/img/payment/bank-transfer.png)
სათამაშოების მაღაზია “ჭიტა” 1996 წლის 10 სექტემბერს შეიქმნა და ის დღემდე ენერგიულად, ხარისხიანად და ხალისიანად ემსახურება მომხმარებელს.
ჩვენს მაღაზიებში, როგორც სათამაშოების ისე საოფისე და სასკოლო საკანცელარიო პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანია .
ჩვენ მუდმივად შემოგვაქვს ახალი პროდუქცია, შემოგვაქვს ყველასთვის საყვარელი, უცხო და ორიგინალური სათამაშოები.
ამჟამად ჩვენს მაღაზიებში 10 000-ზე მეტი დასახელების პროდუქციას შეხვდებით, ნებისმიერი ასაკისა თუ გემოვნებისთვის.
ხარისხი !
“ჭიტა”-ში წარმოდგენილ ყველა პროდუქციას აქვს მსოფლიო სტანდარტებით დადგენილი ეკოლოგიის ნიშნები.
ნებისმიერ პროდუქტს აქვს გავლილი ტესტირება,შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის.
მიუხედავად ხარისხის უმაღლესი დონისა” ჭიტა”-ში ყოველთვის დაბალ ფასებს ვინარჩუნებთ.
ჩვენი სლოგანიც ამაზე მეტყველებს:
"შენაძენით ჭიტაში თქვენ დაზოგავთ ქისაში!"
ჩვენი კონსულტანტები სპეციალურ მომზადებას გადიან, რათა ოპერატიულად და ხარისხიანად მოგემსახურონ.
მათი დადებითი აურა გადამდებია და” ჭიტა”-ში შემოსულ მომხმარებელს ყოველთვის კარგ განწყობას უქმნის.
“ჭიტა”-ს გუნდი ყოველთვის ზრუნავს მომხმარებელზე და არამარტო მათზე, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ჩავერთოთ ან მოვაწყოთ სხვადასხვა სახის ღონისძიება.
დავეხმაროთ მათ ვისაც მზრუნველობა აკლია, ვაჩუქოთ ფერადი და ლამაზი დღეები.
გვეწვიეთ “ჭიტა”=ში!
ჩვენთან მაღალი ხარისხი , დაბალი ფასები და რაც მთავარია პოზიტიური განწყობაა!