დუგლაძეების ღვინის კომპანია
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
დუგლაძეების ღვინის კომპანია არის, შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია, საიდენტიფიკაციო კოდი: 206159100
„დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ საწარმოს შექმნაში დიდი წვლილი დიმიტრი დუგლაძეს მიუძღვის, რომელიც გამოირჩეოდა სამეწარმეო სულისკვეთებით, პროფესიონალიზმით და საქმისადმი ერთგულებით. მან დიდი როლი ითამაშა ქართული მეღვინეობის და ალკოჰოლური სასმელების წარმოების განვითარებაში, მისი მიზანი იყო მაღალი ხარისხის პროდუქციის მოწოდება მომხმარებლისათვის როგორც საქართველოში ასევე ქვეყნის გარეთ. დიმიტრი დუგლაძემ მოახერხა შეექმნა მყარი საფუძველი ხარისხიანი ქართული ალკოჰოლური სასმელების წამოებისათვის. მამის მიერ დაწყებული ბიზნესი ღირსეულად განაგრძეს მისმა შვილებმა, ძმებმა დუგლაძეებმა, რომლებსაც ქართული მეღვინეობის ტრადიციების, თამამი ექსპერიმენტებისა და დიმიტრი დუგლაძის მიერ დაწყებული საქმის ერთგულებამ „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ წარმატებულ ღვინის საწარმოდ ჩამოყალიბება შეაძლებინა.
კომპანია ფლობს საკუთარ ვენახებს საქართველოს მეღვინეობის სხვადასხვა რეგიონებში: კახეთი: 290 ჰა, ჯიში: რქაწითელი, საფერავი, მწვანე; იმერეთი 35 ჰა, ჯიში: ციცკა, ცოლიკოური; ქართლი 30 ჰა, ჯიში: მწვანე, შავკაპიტო; გარდა ამისა, კომპანია ქართველი გლეხებისგან წელიწადში 2000 ტონაზე მეტ მაღალი ხარისხის ყურძენს იძენს, რომელიც გადის მკაცრ შერჩევას ხარისხისა და ჯიშობრივი სიწმინდის ნიშნით. პროდუქციის მაღალი ხარისხის მიღწევაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კომპანიის თითოეულ თანამშრომელს, მეღვინეები ყურადღებით აკონტროლებენ ღვინის წარმოების თითოეულ პროცესს ყურძნის მიღებიდან ღვინის ჩამოსხმამდე, რაც უზრუნველყოფს საბოლოო პროდუქციის წარმატებას სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებსა და სამომხმარებლო ბაზარზე.
„დუგლაძეების ღვინის კომპანია“ აღჭურვილია მსოფლიოში აღიარებული კომპანიების მიერ წარმოებული მანქანა - დანადგარებით როგორებიცაა "Della Toffola", "Krones", "Cavagninno & Gatti", "Seitz Enzinger Noll". კომპანიას წარმადობა საათში 15000 ბოთლს შეადგენს. საწარმოში განთავსებულია თანამედროვე ლაბორატორია, ყველა საჭირო ფიზიკური და ქიმიური ფართო სპექტრის ანალიზის ჩატარებისთვის. საწარმო სერიფიცირებულია ISO22000-ის მიხედვით TÜV SÜD-ის მიერ.
“დუგლაძეების ღვინის კომპანიას” ღვინის არაერთ კონკურსზე, ფესტივალსა თუ დეგუსტაციაზე აქვს ჯილდო მიღებული. კომპანია ყოველთვის ორიენტირებულია ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაზე, რასაც ადასტურებს მის მიერ მიღებული მედლები, სიგელები და დიპლომები სხვადასხვა პროფესიულ ღონისძიებებზე.