მარი ბროსეს სახელობის ქართულ-ფრანგული სკოლა

სკოლა
5
(1 შეფასება)
თბილისი, ზ. ფალიაშვილის ქ. 42

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

მარი ბროსეს სახელობის ქართულ-ფრანგული სკოლა ოფიციალურად დაარსდა 1998 წლის თებერვალში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით.

2002 წელს სკოლას მიენიჭა საფრანგეთის განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთ ფრანგულად სწავლების სააგენტოს აკრედიტაცია საბავშვო ბაღისა და სკოლის კლასებისათვის.

2012 წლის ივნისიდან შ.პ.ს. „მარი ბროსეს სკოლა“ ერთ-ერთი დამფუძნებლის სტატუსით შევიდა შ.პ.ს. „რობერ შუმანის სახელობის ევროპულ სასწავლებელში“, შეისყიდა ყოფილი 57-ე საშუალო სკოლის შენობის ნაწილი და დაფუძნდა ახალ მისამართზე თბილისში ფალიაშვილის ქ. #42-ში.

დაარსების დღიდან სკოლის მისიაა ხელი შეუწყოს მოსწავლეთა კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარებას, უზრუნველყოს მათთვის ხარისხიანი განათლების მიცემა, გაუმარტივოს ინტეგრაცია ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში. სწორედ ამიტომ, სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს ქართულ საგანმანათლებლო სისტემასთან სრულად ინტეგრირებულ ფრანგულ საგანმანათლებლო პროგრამას.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
08/07/2018
S
Saba Chikviladze
S