საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
GIG_Georgian_Industrial_Group - „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ („ჯი–აი–ჯი“) საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფს წარმოადგენს, როგორც მსხვილი დამსაქმებელი 3000-ზე მეტი თანამშრომლით და როგორც ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს კომპანია - კომბინირებული წლიური გაყიდვებიდან მიღებული 160 მლნ აშშ დოლარის შემოსავლებით ბიზნესია. კომპანია ფართოვდება არა მხოლოდ ბაზარზე არსებული კომპანიების შესყიდვების ხარჯზე, არამედ მუდმივად აფართოებს საკუთარი კომპანიების შესაძლებლობებსაც როგორიც არის: ახალი თაობის ობიექტების მშენებლობები, ჰიდროელექტროსადგურები. კომპანიის სტაბილური განვითარების ნაწილია მზარდი წილი ელექტრო ენერგიით ვაჭრობაში. ჩვენ შევძელით მოგვემზადებინა ნიადაგი დადგმული ელექტროენერგიის წარმოების მოცულობას 1000 მგვტ და უფრო მაღალი მაჩვენებლისთვის მიეღწია; ასევე, მომდევნო 3–4 წლის განმავლობაში ქართული ელექტროენერგიის წარმოებაში ბაზრის წილი გაზრდილიყო 25%-დან 30%–მდე.