საქართველოს კულინარიის აკადემია
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, 2011 წლიდან განხორციელებული რეფორმების შედეგად, ერთ-ერთ რეიტინგულ უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა და დღეს საქართველოში ყველაზე სწრაფადგანვითარებადი უმაღლესი სასწავლებელია.
2016 წელს ჩარიცხული აბიტურიენტების საშუალო ქულების რეიტინგის მიხედვით, საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებს შორის აგრარული უნივერსიტეტი მეოთხე ადგილზე გავიდა. მრავალმილიონიანი ინვესტიციების შედეგად, ახალი აგრარულ უნივერსიტეტი სრულფასოვანი და მაღალხარისხიანი განათლების კერად იქცა. სასწავლო პროგრამები მაქსიმულურად დაახლოებულია დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებთან (მაგალითად: მიჩიგანის უნივერსიტეტი (აშშ), მისურის უნივერსიტეტი (აშშ), კორნელის უნივერსიტეტი (აშშ), კალიფორნიის უნივერსიტეტი (აშშ), ვენის ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელ გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ავსტრია) და სხვ.). ჩვენთან ასწავლიან მაღალკვალიფიციური პროფესორ - მასწავლებლები, მათ შორის, ის ქართველი მეცნიერები, რომლებიც დასავლურ უნივერსიტეტებში მუშაობდნენ და სამშობლოში დაბრუნდნენ, რათა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა აგრარულ უნივერსიტეტში განაგრძონ. აგრარული უნივერსიტეტის პარტნიორია ევროპის, ამერიკისა და აზიის 13 უნივერსიტეტი, რაც სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი 3 ფაკულტეტს აერთიანებს:
✔ აგრარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტი
✔ საინჟინრო - ტექნოლოგიური ფაკულტეტი
✔ ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი
ჩვენთან სწავლება მიმდინარეობს როგორც საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო, ასევეპროფესიული პროგრამებით.
ჩვენ ორიენტირებული ვართ პრაქტიკით გამყარებულ ცოდნაზე. სტუდენტები მიღებულ თეორიულ ცოდნას იმყარებენ თანამედროვედ აღჭურვილ სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებში. აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლის პროცესშივე არიან ჩართულები სამეცნიერო პროექტებში, დამოუკიდებლად ატარებენ საინტერესო ექსპერიმენტებს. ეს ყველაფერი კონკურენტუნარიანს ხდის მათ შრომის ბაზარზე.