გოეთეს ინსტიტუტი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
გოეთეს ინსტიტუტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთელს მსოფლიოში მოქმედი კულტურის ინსტიტუტია.
ჩვენ ხელს ვუწყობთ უცხოეთში გერმანული ენის შესწავლას და ვეწევით საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობას. ჩვენ წარმოვადგენთ გერმანიის სრულყოფილ სურათს ინფორმაციით კულტურული, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების შესახებ. ჩვენი კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამები ხელს უწყობენ კულტურათა შორის დიალოგს და შესაძლებელს ხდიან ამ პროცესში მონაწილეობას. ისინი სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურების ჩამოყალიბებას აძლიერებენ და მსოფლიოს მასშტაბით მობილობას უწყობენ ხელს .
გოეთეს ინსტიტუტების, გოეთეს ცენტრების, კულტურული საზოგადოებების, სამკითხველო დარბაზების, აგრეთვე, საგამოცდო და ენის შემსწავლელი ცენტრების ქსელით ჩვენ უკვე 60 წელზე მეტ ხანს მრავალი ადამიანისთვის გერმანიასთან შეხების პირველი საშუალება ვართ. მრავალწლიანი პარტნიორული თანამშრომლობა მოწინავე დაწესებულებებთან და პიროვნებებთან 90–ზე მეტ ქვეყანაში მნიშვნელოვნად განამტკიცებს ჩვენი ქვეყნისადმი რწმენას. ჩვენ პარტნიორობას ვუწევთ ყველას, ვინც აქტიურადაა დაკავებული გერმანიით, გერმანული ენითა და კულტურით და ვისი მოღვაწეობაც პასუხისმგებლობითა და პოლიტიკური ნეიტრალობითაა გამორჩეული.
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი
გოეთეს ინსტიტუტს შემდეგი მიზნები ამოძრავებს:
- შეასრულოს შუამავლის და თანამონაწილის როლი გერმანიას, სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის როგორც კულტურის ასევე საგანმანათლებლო დარგებში;
- გააღვიოს სიმპათია და ინტერესი გერმანიის მიმართ და შიენარჩუნოს იგი;
- გაცეს ინფორმაციები გერმანიის შესახებ ამიერკავკასიაში;
- ხელი შეუწყოს გერმანული ენის შესწავლას;
- ხელი შეწყოს ევროპულსა და ამიერკავკასიურ კულტურებს შორის დიალოგს.
კულტურული მუშაობის ძირითად ასპექტებს წარმოადგენს ამიერკავკასიელი და გერმანელი ხელოვანებისა და ინტელექტუალების შეხვედრები, თანამედროვე გერმანული კულტურის პრეზენტაცია და კულტურის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა.
გერმანული ენის შესწავლის ფარგლებში სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში გთავაზობთ სემინარებს და მრავალგვარ პროგრამას გერმანული ენის მასწავლებელთათვის. ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით ხელს ვუწყობთ გერმანული ენის შესწავლის ეროვნული და საერთაშორისო პროექტების განხორციელებას. საგანმანათლებლო რეფორმების მხარდაჭერა ჩვენი საქმიანობის ძირითადი საკითხია. საქართველოში მცხოვრები გერმანელების ეროვნული უმცირესობის გერმანული ენის შესწავლაზე ზრუნავს გერმანიის საელჩო.
გოეთეს ინსტიტუტი გთავაზობთ ენის შესწავლის დიფერენცირებულ პროგრამას. საწყისი კურსებიდან უმაღლეს საფეხურამდე მოსწავლეების სწავლება და მათი გოეთეს ინსტიტუტის ცენტრალური გამოცდებისათვის მომზადება თანამედროვე სასწავლო მეთოდებით ხდება.
საინფორმაციო ცენტრი გასცემს ინფორმაციას გერმანიის კულტურული, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების აქტუალური ასპექტების შესახებ. ის თანამშრომლობს პარტნიორებთან ინფორმაციისა და ლიტერატურის სფეროდან და ამიერკავკასიაში პროფესიულ გაცვლით საქმიანობას უწყობს ხელს. საინფორმაციო ცენტრი გთავაზობთ კონკრეტულ საინფორმაციო მომსახურებას. გერმანიით დაინტერესებულ ყველა პირს შეუძლია ისარგებლოს „ვილჰელმ ფონ ჰუმბოლტის გერმანული ბიბლიოთეკის“ წიგნებისა და საინფორმაციო საშუალებების მდიდარი მარაგით, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი წარმოგიდგენთ. ბაქოსა და ერევნის გერმანული სამკითხველო დარბაზები საშუალებას აძლევენ დაინტერესებულ პირთ აზერბაიჯანსა და სომხეთში თავისუფლად მოიპოვონ აქტუალური ინფორმაცია. მთარგნელობითი საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა ზრუნავს გერმანელი ავტორების ქართულად, სომხურად და აზერბაიჯანულად თარგმნაზე.
თბილისის გოეთეს ინსტიტუტი ერთ-ერთი უმთავრესი დაწესებულებაა გერმანიასა და ამიერკავკასიის ქვეყნებს შორის კულტურული გაცვლის სფეროში. გერმანიითა და გერმანული ენით ყველა დაინტერესებულ პირითათვის თბილისის გოეთეს ინსტიტუტი მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია.