Gurtskaia Gymnasium - ჯიჯი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
ჯიჯი-გიმნაზია, 2011 წლის 20 სექტემბერს, ჩვენი თანამემამულის, ბატონ ჯიმშერ ღურწკაიას მიერ, მთავრობასთან საინვესტიციო ხელშეკრულების შესრულების შედეგად, ყოფილი მეშვიდე საშუალო სკოლის, ტიპური შენობის ბაზაზე დაფუძნდა. ჯიჯიმ, ფუნქციონირება, 2013-2014 სასწავლო წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდა, რეანიმირებული და გაფართოებული ობიექტი ექსპლუატაციაში ჩაბარდა და ავტორიზაცია მიიღო.
ჯიჯი-გიმნაზიის საინვესტიციო პროექტი, რომელიც ბატონმა ჯიმშერმა, მამის, სსრკ-დამსახურებული მასწავლებელის, ბატონ ალექსანდრეს სახელზე, სამშობლოს მიუძღვნა, იმთავითვე სათანადოდ დაფასდა: 2013 წელს, საქართველოს პრეზიდენტი-მიხეილ სააკაშვილი, პირადად ესტუმრა ჯიჯის და მამა-შვილი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
ჯიჯი არ ჩამოუვარდება განათლების აღიარებულ ბრენდებს, ხოლო საბუნებისმეტყველო-საინჟინრო მიმართულებით არის და იქნება ნომერ პირველი სასწავლო დაწესებულება. ჯიჯი ნიჭიერთა სკოლაა.
აქ მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ და გამოიყენონ ცოდნა, განივითარონ კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები წამყვანი ევროპული ფირმების მიერ წარმოებული დანადგარებითა და ინვენტარით აღჭურვილ ლაბორატორიებსა და კლას-კაბინეტებში.
კვების ბლოკი, შემეცნებითი და შემოქმედებითი ცენტრები, ივენთ ჰოლი, სპორტული დარბაზი და მოედნები, აკადემიური სასტუმრო და პანსიონი, რეკრეაციული უბნები, ანსამბლი "ჯიჯიელები", საბავშვო ბაღი -"ჯიჯი-ბალღი" და ა.შ. ქმნის საუკეთესო პირობებს რეგიონის ნიჭიერ მოზარდთა განვითარებისთვის.
ჯიჯი გიმნაზიაში მიიღებიან მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭის მქონე მოზარდები, მე-7-მე-11 კლასებში! განცხადების მოწოდება შეუძლიათ მხოლოდ იმ მსურველებს, ვისაც გააჩნია, ზეპირი ან წერილობითი რეკომენდაცია, ნებისმიერი ჯიჯიელისგან! (მოსწავლე/თანამშრომელი). ამორჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს. დადებითი შედეგის შემთხვავევაში, სწავლის საფასური განისაზღვრება, მოსწავლის გონებრივი შესაძლებლობების პ ი რ დ ა პ ი რ პ რ ო პ ო რ ც ი უ ლ ა დ. (მშობლებთან ინდივიდუალური შეთანხმებით).