ჯიპიაი ჰოლდინგი

სადაზღვევო კომპანია
5
(1 შეფასება)
თბილისი, მ.კოსტავას ქ.67

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00 - 19:00 შაბ: 10:00 - 14:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

american-express bank-transfer cash master-card visa
ჯანმრთელობის დაზღვევა
ქონების დაზღვევა
ტვირთის დაზღვევა
პარკინგი
Wi-fi

ჯიპიაი ჰოლდინგი დაარსდა 2001 წელის როგორც პირველი კერძო საპენსიო ფონდი საქართველოში. კომპანიისთვის თავიდანვე პრიორიტეტად იქცა საქართველოში ე.წ. სოციალური დაზღვევის: ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევის პოპულარიზება და გავითარება. ამ მიმართულებას "ჯიპიაი ჰოლდინგი" დღესაც აქტიურად ავითარებს.

 

"ჯიპიაი ჰოლდინგი" საქმიანობის პირველსავე წელს მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია დაზღვევის სხვადასხვა სფეროში. ჰოლდინგი დღესაც ინარჩუნებს მოწინავე სადაზღვევო კომპანიის სტატუსს როგორც ზოგადად, ბაზარზე, ისე ცალკეული მიმიმართულებებით, მაგ. ჯანმრთელობის დაზღვევა, ავტოდაზღვევა, ქონების დაზღვევა და ა.შ.

 

2006 წლიდან "ჯიპიაი ჰოლდინგი" ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის, "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" წევრი გახდა. კომპანიისთვის ეს იყო მნიშვნელოვანი წინსვლა, არამხოლოდ ფინანსური სტაბილურობის, არამედ გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისითაც: საქართველოში პირველად მსგავსი დონისა და რეიტინგის უცხოური კომპანია ადგილობრივი კომპანიის აქციონერი გახდა.

 

კომპანია ერთ-ერთი ლიდერია საცალო ბაზარზე - "ჯიპიაი"-მ ერთ-ერთმა პირველმა გამოიტანა ხელმისაწვდომი სადაზღვევო პროდუქტები, იქნება ეს ჯანმრთელობის დაზღვევა, ავტოდაზღვევა თუ პასუხისმგებლობის დაზღვევა, ასევე დაზღვევა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და საკრედიტო შენატანების დაზღვევა.

 

"ჯიპიაი ჰოლდინგი" ერთ-ერთი ლიდერია ასევე კორპორაციულ ბაზარზეც. კომპანიის კლიენტები არიან საქართველოს წამყვანი ბანკები, უძრავი ქონებისა და სამშენებლო კომპანიები, ნავთობკომპანიები და რამდენიმე ასეული საშუალო და მცირე ზომის ბიზნეს ორგანიზაციები.

 

ინოვატორული მიდგობა, ადგილობრივ მოთხოვნილებაზე მორგებული უნიკალური სადაზღვევო პროდუქტები, მაღალი ხარისხის მომსახურება და მოტივირებულ თანამშრომელთა გუნდი – ეს სწორედ ის ფაქტორებია, რამაც განსაზღვრა და რაც გასაზღვრავს ჯიპიაი ჰოლდინგის წარმატებას ქართულ ბაზარზე.

 

2013 წლის მონაცემებით ჯიპიაი ჰოლდინგი სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია და მის 23%-ს აკონტროლებს. კომპანიას უკვე 240 000-მდე დაზღვეული ჰყავს ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით, რომლებსაც 12 საავადმყოფო ემსახურება 12 რეგიონში. ჯიპიაი ჰოლდინგი გამოირჩევა ინოვაციური გადაწყვეტილებებით და მრავალ სიახლეს სთავაზობს თავის მომხმარებელს. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ უკვე ოთხჯერ შეძლო საუკეთესო კომპანიის სტატუსის მოპოვება და დაჯილდოვდა ოქროს ბრენდის ნომინაციაში როგორც რჩეული სადაზღვევო კომპანია.  

მეტის ნახვა

მიმოხილვები

********
03/03/2017
Z
Zura Mosakhlishvili
Z

თეგები