ეიჩარ პარტნერსი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
როგორ ვმუშაობთ?
თითოეულ კლიენტ კომპანიას ემსახურება პერსონალური HR მენეჯერი, რომელიც აგროვებს ინფორმაციას თანამშრომლების შესახებ, აკვირდება მათ მუშაობას, სწავლობს კომპანიის ორგანიზაციულ კულტურას. მიღებული ინფორმაციის შედეგად მთელი ჩვენი გუნდი ამუშავებს კლიენტი კომპანიის სამოქმედო გეგმას, ათანხმებს კლიენტთან და კონტრაქტის მოქმედების პერიოდში მუშაობს ამ გეგმის მიხედვით.
ყოველი თვის ბოლოს კლიენტი კომპანიის ხელმძღვანელი ჩვენგან იღებს რეპორტს, მის კომპანიაში საანგარიშო თვეს მომხდარ საკადრო ცვლილებებზე, სიახლეებსა თუ პრობლემებზე. ასევე იღებს შესაბამის რეკომენდაციებს.
ჩვენ გთავაზობთ:
· საკადრო საქმისწარმოების პროცესის დანერგვა-წარმოებას
· ISO სტანდარტების დანერგვის პროცესში სტანდარტის შესაბამისი HR სისტემების აწყობა-დანერგვაში დახმარებას
· თითოეული თანამშრომლისათვის პირადი საქმის შექმნას
· საკადრო ბრძანებების და ფორმების შექმნას
· თანამშრომელთა ელექტრონული ბაზის შექმნას
· თითოეული პოზიციისათვის სამუშაო აღწერილობების შექმნას
· ყოველთვიური რაპორტინგის სისტემის აწყობას
· კომპანიაში მიმდინარე პროცესებისა და პროცედურების გაწერას
· HR პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება/დანერგვას
ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში:
· თქვენ არ გიწევთ თანამშრომლის დაქირავება, მისი მართვა და ამ ყველაფრის ორგანიზებაზე დროის ხარჯვა
· ამ მომსახურებაში გადახდილი თანხით თქვენ საშუალება გეძლევათ ერთი, საშუალო გამოცდილების პროფესიონალის დაქირავების სანაცვლოდ მიიღოთ მაღალპროფესიონალთა გუნდის მომსახურება
· დაქირავებული თანამშრომლისათვის გიწევთ ხელფასის გადახდა (+ საშემოსავლო), ხოლო ჩვენი კომპანიისათვის გადახდილ თანხას მთლიანად ატარებთ ხარჯებში, დღგ-ს კი ჩაითვლით
· დაქირავებული თანამშრომლის მუშაობისგან განსხვავებით ჩვენს კომპანიასთან თანამშრომლობის შემთხვევაში თქვენ გარანტირებულად იცით თუ რა შედეგს მიიღებთ, რა პერიოდში და რა ფასად
· ჩვენი კომპანიის მუშაობა თუ არ დაგაკმაყოფილებთ შეგიძლიათ კონტრაქტი გაწყვიტოთ, ხოლო დაქირავებული თანამშრომლის სამსახურიდან გათავისფულების შემთხვევაში მისთვის კომპენსაციის გადახდა მოგიწევთ.