შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

უმაღლესი სასწავლებელი
5
(1 შეფასება)
თბილისი, დ.აღმაშენებლის ხევანი მე-13 კმ.

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 09:00-20:00 შაბ: 09:00-20:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash
ფიტნეს დარბაზი
სპორტული მოედანი
ონლაინ რეგისტრაცია
ორმაგი ხარისხის პროგრამა
გაცვლითი პროგრამები
საერთაშორისო სერთიფიკატი
კაფე
პარკინგი
Wi-fi

უნივერსიტეტი დაარსდა 1995 წელს. იგი გახლავთ დაწესებულება, სადაც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ეზიარონ მაღალი დონის პროფესიულ განათლებას და აქ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების წყალობით, თავიანთი წვლილი შეიტანონ საქართველოსა თუ სხვა ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური განვითარების საქმეში. უნივერსიტეტში სასწავლო ენა გახლავთ ინგლისური და ქართული.

მოგეხსენებათ სასწავლო გარემო მნიშვნელოვნად განაპირობებს სწავლის ხარისხს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში არსებობს ყველა პირობა იმისათვის, რომ სტუდენტს ჰქონდეს მრავალი შესაძლებლობა განათლების მისაღებად. მშვიდი და მყუდრო გარემო, კეთილმოწყობილი და თანამედროვე ტექნოლოგიებითა (პროექტორები ყველა ოთახში, smart-დაფები) და კომფორტული ინვენტარით აღჭურვილი აუდიტორები, სანიტარული ნორმების მოთხოვნათა შესაბამისი სველი წერტილები. 

უნივერსიტეტის მთელს ტერიტორიაზე შესაძლებელია უკაბელო ინტერნეტით სარგებლობა. 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სტუდენტთათვის ხელმისაწვდომია 24 500 წიგნი და ელექტრონული ბიბლიოთეკა, შესაძლებელია კომპიუტერით და ინტერნეტით სარგებლობა. 

ჩვენი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის განყოფილების სტუდენტები სარგებლობენ მათთვის მოწყობილი იმიტირებული სასამართლო დარბაზით. 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიები აღჭურვილია ყველა საჭირო კომპიუტერული ტექნიკითა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემური საშუალებებით. 

უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსის მესამე სართულზე განლაგებულია 300 კაცზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი. ამავე სართულზეა განლაგებული კაფეტერია, რომელიც 60 ადამიანზე გათვლილი დასაჯდომი ადგილით არის აღჭურვილი. 

მუსიკის მოყვარულთათვის ჩვენთან გვაქვს მუსიკალური კლუბის ოთახი, სადაც უამრავი მუსიკალური ინსტრუმენტია (დრამი, გიტარა, სინთეზატორი, პიანინო, დასარტყამი და ჩასაბერი ინსტრუმენტები), ასევე კონცერტებისათვის განკუთვნილი ხმის სისტემები. 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეზოში განლაგებულია ორი ჭადრაკის მოედანი, მოწყობილია ღია და დახურული ტიპის ორი სპორტული მოედანი - საფეხბურთო მოედანი ხელოვნური საფარით და ღია, კომბინირებული საფრემბურთო და საკალათბურთო მოედანი. გვაქვს ასევე დარბაზი სხვადასხვა სპორტული თამაშობებისათვის, რომელიც „პინგ-პონგის“ მაგიდებითა და „მაგიდის ფეხბურთის“ აპარატებით არის აღჭურვილი. 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბუნებრივად სუფთა, ეკოლოგიურ გარემოში მრავლადაა დასასვენებელი ადგილები, გაშენებულია ბაღი და მწვანე მოლი.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

******
05/03/2017
Z
Zura Mosakhlishvili
Z

თეგები