ფინანსთა სამინისტროს აკადემია
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მისია ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუციისა და კერძო სექტორის განვითარების მხარდაჭერაა. რასაც აკადემია სასერტიფიკაციო და ტრენინგ პროგრამების, კადრების პროფესიული უნარების გაუმჯობესების, სტაჟირების პროგრამებში ჩართვისა და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობის გზით ახორციელებს.
აკადემია მოწოდებულია შექმნას საუკეთესო და კომფორტული გარემო კვალიფიციური ცოდნის მისაღებად და დაარსების დღიდან ემსახურება ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებას, ძლიერი კადრებით დაკომპლექტების ხელშეწყობას სტაჟირებისა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებით.
აკადემია გთავაზობთ სასერტიფიკაციო და ტრენინგ-პროგრამებს შემდეგი მიმართულებით:
• ფინანსები
• საგადასახადო
• ბუღალტერია
• მენეჯმენტი
• საბიუჯეტო
• აუდიტი
• მარკეტინგი
• პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ აკადემიის ვებ-გვერდი: