მილკოფუდი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
მილკოფუდი არის, შპს ჯორჯიან მილკ, საიდენტიფიკაციო კოდი: 206196267
მილკო ფუდი“ ევროპული ხარისხის წარმატებული ქართული ბრენდია, რომელიც მუდმივად მომხმარებლის ინტერესებზეა ორიენტირებული, რაც განაპირობებს ჩვენი წარმოების მრავალფეროვნებას.
დღეს „მილკო ფუდი“ 60 დასახელების პროდუქტს აწარმოებს და რძის პროდუქტების ბაზრის 35 %-ს იკავებს.
კომპანია „მილკო ფუდი“ მრავალი ჯილდოს მფლობელია.
"მილკო ფუდის" პროდუქცია მთლიანად ნატურალურია, ნაღების კარაქზე მზადდება, სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის და რაც მთავარია არ შეიცავს კონსერვანტებსა და ქიმიურ დანამატებს.
2006 წლიდან 4 წლის მანძილზე ის „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოების მთავარი გამარჯვებული იყო. 2009 წელს კომპანიამ ტესტირება გაიარა და "ქართულიხარისხისნიშანი" მიენიჭა.
კომპანია „მილკო ფუდს“ განვითარების თანამედროვე - დასავლური გზა აქვს არჩეული. საწარმოში 2007 წლიდან საერთაშორისო სტანდარტების ISO 22000:2005 და ISO 9001:2008 მოთხოვნების შესაბამისად სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის ინტეგრირებული სისტემა დაინერგა, რომელშიც მაღალი კვალიფიკაციის მქონე უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტები მუდმივად მონაწილეობენ.
რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "მილკო ფუდი" თავდაპირველად 2004 წელს "ეკო ფუდის" სახელით დაფუძნდა და დღემდე წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანია მუდმივად იზრდება და ვითარდება. სწორედ ამის გამო 2004 წელს რძის პროდუქტების საწარმო გლდანის მთავარ ოფისს გამოეყო და ორხევის საინდუსტრიო ზონაში დაფუძნდა.
„მილკო ფუდის“ საწარმო იტალიური ბრენდების: GALDI – ს, IPI SRL- სა REDA-ს წარმოების ულტრა თანამედროვე მანქანა-დანადგარებითაა აღჭურვილი. საწარმო დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, სერთიფიცირებული კადრებით.
„მილკო ფუდის“ პროდუქცია წარმოდგენილია მთელი ქვეყნის მასშტაბით.
კომპანია „მილკო ფუდი“ სისტემატურად მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. დღეისთვის ვამარაგებთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ( ქართული ჯარი), საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და თბილისის ბაგა-ბაღებს.
მნიშვნელოვანია ასევე კორპორატიული გაყიდვებიც. „მილკო ფუდი“ აქტიურად თანამშრომლობს მსხვილ სუპერმარკეტებთან.