მორელის ჯელატო

სანაყინე
5
(1 შეფასება)
თბილისი, ს.ცინცაძის ქ. 8

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 11:00 - 23:00 შაბ: 11:00 - 23:00 კვ: 11:00 - 23:00

გადახდის ტიპი

visa master-card cash prime-card maestro
ხმაურის დონე დაბალი
ჯგუფებისთვის მოსახერხებელი
Wi-fi

კომპანია „მორელის ჯელატოს“ ისტორია იწყება 1907 წლიდან, როდესაც იტალიელი ჯუზეპე მორელი გადავიდა ინგლისში საცხოვრებლად და დაიწყო სახლში დამზადებული ჯელატოს გაყიდვა თავისი საკუთარი ველოსიპედით. პირველი ფილიალი გაიხსნა დიდ ბრიტანეთში 1932 წელს. 

ამჟამად მორელისის მეხუთე თაობა უდგას სათავეში მორელის ჯელატოს მართვას. 2005 წელს ბიბი მორელმა, აქცია მორელის ჯელატო ფრენჩიზის ბიზნესად, რის შედეგადაც Morelli’s Gelato’ს ქსელი გაიზარდა და მისი ფილიალები ათი ქვეყნის ისეთ ქალაქებშია განლაგებული, როგორიც არის ლონდონი, დუბაი, კუალა ლუმპური, კუვეიტი, მონაკო და ა.შ.

ჩვენი ბრენდი არის სასურველი ბრენდი, რომელიც მოიცავს ფასის ხელმისაწვდომობას, ექსკლუზიურ პროდუქტებს, თითოეული ჩვენი სანაყინის უნიკალურ და გამორჩეულ მდებარეობას. ჩვენი მიზანია მივაწოდოთ საუკეთესო ხარისხის ახალი ჯელატო ჩვენს მომხმარებლებს მსოფლიოს გარშემო, და შევახსენოთ მათ ბავშვობის ნაყინის ნოსტალგიური გემო.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მომხმარებელს მივაწოდოთ ახალი ჯელატოს დამზადების კონცეფცია. ის რომ პროდუქტი ყოველდღე ახალი მზადდება განაპირობებს ჩვენი ნაყინის განსაკუთრებულ გემოს.

მსოფლიოში თბილისი მე-11 ქალაქია, სადაც Morelli’s Gelato – ს ფილიალი გაიხსნა.მორელის ჯელატოს შემოტანა თბილისში ომეგა ჯგუფის კიდევ ერთი წარმატებული პროექტია.

იტალიელი ჯელატიერების მიერ ტრენინგ გავლილი ქართველი ნაყინის დამამზადებლები, ე.წ. ჯელატოს მომხმარებლის შეკვეთით ადგილზე ამზადებენ ისე, რომ მომხმარებელს ამ პროცესის ნახვა თავად შეუძლია. ნაყინის ადგილზე დაგემოვნებასთან ერთად, მომხმარებელს ნაყინის თან წაღებაც შეუძლია თერმოკონტეინერით, სადაც ნაყინი ფორმას 90 წუთის განმავლობაში ინარჩუნებს.

კაფეში მისულ მომხარებელს ნაყინთან ერთად შესაძლებლობა ექნება, დააგემოვნოს Morelli’s Gelato-ს საფირმო ნამცხვარი, ყავა, იტალიური ღვინო და ტკბილეული.

Morelli’s Gelato-ში პროდუქტი მხოლოდ ნატურალური პროდუქტით მზადდება, რომლის იმპორტიც სხვადასხვა ქვეყნიდან ხდება. ჯელატო კი ყოველდღიურად ახალი მზადდება.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

******
23/01/2017
Z
Zura Mosakhlishvili
Z

თეგები