ოქსფორდის აკადემია
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
Oxford Academy”– 2008 წლიდან Oxford-ის სახელს ატარებს, თუმცა 2012 წლის თებერვალში მას “აკადემიის” სტატუსი მიენიჭა და შესაძლებლობა აქვს უზრუნველყოს მსმენელები აკადემიური განათლებით.
- „ოქსფორდის აკადემია“ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანისაგანმანათლებლო ცენტრია. საერთაშორისო გამოცდილებასა დაპროგრამებზე დაყრდნობით იგი უზრუნველყოფს მსმენელებსაკადემიური განათლებით და ეხმარება მათ საქართველოშივე შეძლონ ევროპული დონის განათლების მიღება.
▶ ინგლისური ენის სწავლება აკადემიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ცენტრში მუშაობენ მოწვეული ინგლისურენოვანი პედაგოგები, რათა დაეხმარონ ადგილობრივ სტუდენტებს გადალახონ, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ენის ბარიერი საუბრისას.
- სწავლება მიმდინარეობს OXFORD-ის პროგრამებით და მიზნად ისახავს, რომ ნებისმიერმა მსურველმა,რაც შეიძლება მარტივად და მოკლე დროში შეძლოს ინგლისური ენის შესწავლა და მისი პრაქტიკაშიგამოყენება.
▶ ინგლისური ენის კურსის გარდა, აკადემიში ასევე შესაძლებელია სხვადასხვა პროგრამების გავლა: მენეჯმენტი, ბუღალტერია, ძვირფასი ლითონების ექსპერტ-შემფასებელთა კურსი, გაძლიერებული Excel და საოფისე პროგრამები.
- ცენტრს გააჩნია ყველა პირობა კომფორტული და სასიამოვნო სასწავლო გარემოს შესაქმნელად დასასწავლო პროცესის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად.
▶ სასწავლო პროგრამები ორიენტირებულია მოკლევადიან, და რაც მთავარია, ხარისხიან განათლებაზე, რაც საშუალებას აძლევს საქმიან ადამიანებს მაქსიმალური ცოდნა მიიღონ დროის მცირე პერიოდში.
- ინტერაქტიული გაკვეთილები შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს აქტიურად ჩაერთოს მეცადინეობისმსვლელობაში, რაც უფრო საინტერესოს და ეფექტურს ქმნის სწავლების პროცესს.
▶ მაღალკვალიფიციური პედაგოგები ხელს უწყობენ სწავლების მაღალი ხარისხის შენარჩუნებას.
- მოქნილი გრაფიკის დახმარებით მსმენელს საშუალება ეძლევა თავად მართოს საკუთარი განრიგი დააირჩიოს სასურველი დღეები და საათები სასწავლო კურსის გასავლელად.
▶ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული მსმენელის აზრი, ამისათვის ყოველი კურსის დამთავრების შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაგვიზიარონ საკუთარი შთაბეჭდილებები გავლილ კურსთან დაკავშირებით და აღნიშნონ, თუ რამდენად ხარისხიანად მოხდა ცოდნის გადაცემა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. ეს პროცესი გვეხმარება გავიგოთ თითოეული სტუდენტის აზრი და მაქსიმალურად მოვარგოთ სასწავლო პროცესი მათ მოთხოვნებს.
- ჩვენთან შესაძლებელია უფასოდ გაიაროთ ტესტირება/გასაუბრება, ასევე კონსულტაცია ნებისმიერსასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით, მიიღოთ სასარგებლო ინფორმაცია და რჩევებიპროფესიონალებისგან, რაც სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.