რესტორანი დაუნთაუნი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
დაუნთაუნი 2010 წელს დაარსდა. გ. ტაბიძის ქუჩაზე თანამედროვე ინტერიერით წარმოდგენილმა რესტორანმა, მრავალფეროვანი ევროპული კერძებითა და მომსახურების მაღალი ხარისხით თავიდანვე მოიგო სტუმრის გული. დაუნთაუნი ერთნაირად მისაღები გახდა, როგორც ქართველი მომხმარებლისთვის, აგრეთვე უცხოელი ტურისტებისთვის, ეს კი რესტორნის მრავალფეროვანმა და მუდმივად განახლებადმა მენიუმ განაპირობა.
სიახლეებსა და ინოვაციებზე ორიენტირებული რესტორანი ყოველთვის პასუხობს ჰორეკა-HoReCa ბიზნესის გამოწვევებს და ცდილობს ყველაფერი საუკეთესო, რაც კი სარესტორნო ბიზნესის მიმართლებით ევროპაში ინერგება, საქართველოშიც, ქართველი მომხმარებლისთვისაც გახადოს ხელმისაწვდომი.
დღეისათვის რესტორანი დაუნთაუნი წარმოდგენილია თბილისის სამ უბანში: ტურისტებით გაჯერებულ, განახლებულ გ. ტაბიძის ქუჩაზე #7-ში; ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსაშვილის 24-ში და ახლად გახსნილ კოსტავას ქუჩის 47/57-ში, სადაც რესტორანმა ინოვაციის სახით, ბიზნესის ახალი მიმართულება, სარესტორნო ქსელისთვის პურ-ფუნთუშეულის თავად წარმოება დაიწყო. შედეგად, დაუნთაუნის ნებისმიერ ქსელში მომხმარებელი ბაგეტის, ჭვავის პურის, ბოროდინოს, დიეტური შვრიისა და მრავალი სხვა სახეობის, უგემრიელესი პურის დაგემოვნებას შეძლებს. ამ და სხვა ბიზნეს- პროექტებით, მომხმარებელის მოთხოვნებზე ორიენტირებული, რესტორან დაუნთაუნის მენეჯმენტი აგრძელებს დასახულ კურსს, რომელიც ინოვაციურ მიდგომებსა და ბიზნესის მუდმივ განვითარებას გულისმობს.