სადაზღვეო კომპანია უნისონი

სადაზღვევო კომპანია
5
(2 შეფასება)
თბილისი, დ.გამრეკელის ქ.19

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash express-bank pay-box pay-pal tbc-pay
ჯანმრთელობის დაზღვევა
ქონების დაზღვევა
ტვირთის დაზღვევა
ონლაინ მომსახურება
იურიდიული მომსახურება
დაზღვევა
პარკინგი
Wi-fi

სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ 2011 წლის დასაწყისში დაფუძნდა და დროის ამ მცირე მონაკვეთში შეძლო გამხდარიყო ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშე. კომპანიის დამფუძნებლების სადაზღვევო საქმეში მრავალწლიანი გამოცდილებით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით კომპანია „უნისონმა“ სწრაფად დაიმსახურა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის მნიშვნელოვანი წილი მოიპოვა. ქონების დაზღვევის მიმართულებით კომპანია „უნისონი“ 35%-იანი საბაზრო წილით ბაზრის უდავო ლიდერი გახდა.

სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ - მძლავრი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და გადამზღვეველების პარტნიორია და მის მიერ შემოთავაზებული სადაზღვევო დაფარვები გადაზღვეულია მსოფლიოს რეიტინგულ გადამზღვევ კომპანიებში (Hannover Re, Polish Re, Allianz, SCOR, Transatlantic Re, Lloyd’s of London, Ace European Group, VIG Re), რაც უზრუნველყოფს საიმედოობას და იძლევა მასშტაბური მოცულობის რისკების სრულიად დაფარვის შესაძლებლობებს.

სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ მომხმარებელს სთავაზობს სრულ სადაზღვევო პაკეტს როგორც კორპორატიული, ასევე ფიზიკური პირებისათვის: სამედიცინო დაზღვევა, ქონების დაზღვევა, ავტოდაზღვევა, სამოგზაურო დაზღვევა, ტვირთის დაზღვევა, ფინანსური რისკის დაზღვევა, პასუხისმგებლობის დაზღვევა და ა.შ. კომპანია ითვალისწინებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც სადაზღვევო ბაზარზე ჩნდება, ასევე, ანვითარებს ინოვაციებს და მომხმარებელს მუდმივად საინტერესო სიახლეებს სთავაზობს. სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ სწავლობს ბაზრის მოთხოვნებს და მაქსიმალურად ითვალისწინებს მომხმარებელთა შესაძლებლობებს , რაც კლიენტის ინტერესებზე მორგებული, ოპტიმალური სადაზღვევო პირობების მომზადებისა და შეთავაზების საფუძველი ხდება.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

შესანიშნავია
23/12/2019
M
Murad Gabaidze
****
16/02/2017
Z
Zura Mosakhlishvili
M
Z

თეგები