სკოლა ჰამილტონი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის სკოლა ჰამილტონი მოსწავლეებს სთავაზობს ხარისხიან განათლებას. ხარისხიანი განათლება გულისხმობს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც მიზნად დაისახავს ცხოვრებისეული უნარების განვითარებას, მოამზადებს მოსწავლეებს განათლების შემდგომი ეტაპებისათვის, აუმაღლებს დამოუკიდებლობის ხარისხს და ჩამოაყალიბებს მათ თავისუფალ ადამიანებად, რომელთაც შეუძლიათ იარსებონ სხვადასხვა სოციალურ გარემოში და იყვნენ წარმატებულები.
პროგრამა მოიცავს:
• გაძლიერებულ სწავლებას ყველა საგანში
• გახანგრძლივებულ სასწავლო პროგრამას
• შემეცნებით-გასართობ აქტივობებს
• სპორტულ აქტივობებს
• ცხოვრებისეული უნარების განმავითარებელ პრაქტიკულ სავარჯიშოებს
სკოლა ჰამილტონი სკოლამდელი ასაკის ბავშვებს სთავაზობს მრავალფუნქციურ აკადემიურ და აღმზრდელობით პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს მოამზადოს მოსწავლეები სკოლისათვის და შესძინოს მათ ის აუცილებელი კოგნიტური და ფუნქციური უნარები, რომლებიც მათ ჭირდებათ ახალ გარემოში ადაპტაციისა და სწავლისათვის.
შედეგად ბავშვების დამოუკიდებლობის ხარისხი იზრდება. ისინი მზად არიან სკოლაში წასასვლელად და აქვთ კარგად განვითარებული წინარე აკადემიური უნარები.