მომავლის სკოლა
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
„მომავლის სკოლა“ თბილისში 1991 წელს დაარსდა. ასეთივე სკოლები გახსნილია ამერიკისა და მსოფლიოს 70 ქვეყანაში, ხოლო ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან კი მოსკოვში,კიევში,კიშინოვსა და ბაქოში. დღეისთვის თბილისის „მომავლის სკოლას“ თოთხმეტი გამოშვება ჰყავს. ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით განაგრძობენ სწავლას როგორც საქართველოში, ასევე ამერიკასა და ევროპის სხვადასხვა სასწავლებელში.
ჩვენს სკოლაში სასწავლო პროცესი ინგლისურენოვან და ქართულენოვან სექტორებად იყოფა.
ქართული სექტორი საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამით ხორცილედება. ინგლისურ სექტორში მუშაობა კი ქრისტიანული ამერკული ერთ–ერთი კერძო სკოლის „School Of Tomorrow”–ს პროგრამით განისაზღვრება. ეს პროგრამა ინდივიდუალურად ყველა საგნის ინგლისურ ენაზე სწავლებას ითვალისწინებს. თბილისში ეს პროგრამა ჩამოიტანეს ერლ და ჯენეტ თრითებმა, რომლებიც დღემდე კურატორობენ ამ სკოლას.
სკოლაში 300-მდე მოსწავლე ირიცხება, მათ შორის ამერიკელი, თურქი, რუსი, ეგვიპტელი და მოლდოველი ბავშვები.
2011 წელს ამუშავდა «მომავლის სკოლის» pre-school -ის (მოსამზადებელი კლასი) პროგრამა, საბავშვო ბაღი და გახანგრძლივებული ჯგუფი.
სკოლის მიზანია აღვზარდოთ განათლებული,მაღალზნეობრივი,წარმატებული და ღირსეული თაობა,ისე რომ სწავლის გაგრძელება შეძლონ არა მარტო საქართველოში,არამედ ნებისმიერ უნივერსიტეტში.
სკოლა სთავაზობს მოსწავლეებს: ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პროგრამას, ამერიკული სკოლის სრულ კურს,ამერიკული პროგრამის უფასო სახელმძვანელოებს, ეკოლოგიურად სუფთა,
მშვიდ და დაცულ გარემოს, კვალიფიციურ და კეთილგანწყობილ პედაგოგებს, ხარისხიან და საფუძვლიან განათლებას ორ ენაზე.