თეგეტა მოტორსი

ავტომომსახურება
5
(1 შეფასება)
თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 09:30 - 18:30 შაბ: 09:30 - 18:30 კვ: 09:30 - 18:30

გადახდის ტიპი

visa master-card cash maestro bank-transfer american-express
დაგროვებითი ბარათი - საკუთარი
Cash Back
შეკვეთის შესაძლებლობა
კატალოგიდან შეკვეთა
შეკეთების სერვისი
გარანტია
განვადება
საკუთარი ეზო
დაჯავშნა
მიტანის სერვისი
პარკინგი

   „თეგეტა მოტორსი“, წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც  კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. ჰოლდინგი აერთიანებს 5 შვილობილ კომპანიას: შპს "თეგეტა თრაქ ენდ ბასი" (MAN Truck & Bus AG"-ის  ოფიციალური წარმომადგენელი), შპს „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი" (JCB-ის ოფიციალური წარმომადგენელი); შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელს" („პორშესა" და „მაზდას" ოფიციალური წარმომადგენელი),  კიდევ ერთი ახალი შვილობილი კომპანია - „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ (TOYOTA-ს დილერი და ავტორიზებული სერვისცენტრი საქართველოში).

კომპანიის ვებგვერდია www.tegetamotors.ge

"თეგეტა მოტორსი“ მოიცავს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებას და შეკეთებას, სპეციალური, ავტორიზებული პროგრამების მეშვეობით.  დღეს  კომპანიას 900-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ემსახურება 10 000-მდე კორპორატიულ კლიენტს და 800-მდე საბითუმო ობიექტს, გამოირჩევა დახვეწილი სავაჭრო ინფრასტრუქტურით და აერთიანებს 19 ფილიალს, რომლებიც თბილისში და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მდებარეობს. „თეგეტა მოტორსი“ დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. ასეთივე წარმატებით  კომპანია წარმოდგენილია ამიერკავკასიის ბაზარზე.

"თეგეტა მოტორსი" Groupauto International-ის ოფიციალური წევრია და საქართველოში წარმოადგენს ისეთ მსხვილ და სახელოვან კომპანიებს, როგორებიცაა: Bridgestone, Michelin, Hankook, Varta, Exide, Optima, Shell, Motul, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, BPW, Thermo King, Febi, Federal Mogul და ა.შ...

კომპანია ყოველწლიურად ზრუნავს მაღალტექნოლოგიურ განვითარებაზე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მხარდაჭერით, დასავლური ცოდნის, გამოცდილების გაზიარებითა და საკუთარ საქმიანობაში დანერგვით. „თეგეტა მოტორსი“ მუდმივად ხარისხზეა ორიენტირებული,  სწორედ ამაზე მეტყველებს კომპანიის უცვლელი სლოგანი „დროა აირჩიო ხარისხი“. უმაღლესი დონის სერვისმა და საერთაშორისო სტანდარტების სერვის-ცენტრებმა განაპირობა ის, რომ „თეგეტა მოტორსს", პირველად საქართველოში, ავტომობილების გაყიდვისა და მომსახურების სფეროში ჯერ ISO 9001:2000, ხოლო შემდეგ ISO 9001:2008 სტანდარტის საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატი მიენიჭა. ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაციისა და მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, „თეგეტა მოტორსმა" საქართველოში პირველმა დანერგა ბიზნესის მართვისა და ბიზნეს-პროცესების ადმინისტრირების ავტომატიზებული თანამედროვე პროგრამა ,,SAP".

„თეგეტა მოტორსი“ მრავალი სასახელო ჯილდოს მფლობელია. 2013 წელს, "ოქროს პერგამენტის" დაჯილდოებაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარებული დამოუკიდებელი გამოკითხვის შედეგად,  “თეგეტა მოტორსი“ "წლის კომპანიად" დასახელდა. კომპანიას უკვე ოთხჯერ გადაეცა ოქროს ბრენდის ჯილდო.

2015 წელს მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და კვლევების კომპანია „გორბის“ ტრადიციულ ბიზნეს-რეიტინგებში გამარჯვებული კომპანიების დაჯილდოვებაზე „თეგეტა მოტორსი“ წლის საუკეთესო კომპანიებს შორის დასახელდა და დაჯილდოვდა ოქროს სამკერდე ჯვრით.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

test
10/01/2017
Z
Zura Mosakhlishvili
Z

თეგები