მეღვინეობა ჩელთი

საწარმო
5
(1 შეფასება)
თბილისი, ვ. ფშაველას გამზ. 62/18

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-19:00 შაბ: 10:00-19:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

 ღვინის კომპანია “ჩელთი” დაარსდა 2001 წელს, რომელიც მდებარეობს კახეთში , ყვარლის რაიონ სოფელი შილდაში. კომპანიის მიზანი თავიდანვე იყო მხოლოდ პრემიუმ ხარისხის პროდუქტის წარმოება, რის გამოც კომპანიამ დაიწყო საკუთარი ვენახების გაშენება რაც საშვალებას მისცემდა ეკონტროლებინა ყურძის ხაარისხი . 2005 წელს  საფუძველი ჩაეყარა ღვინის ქარხნის მშენებლიობას რომელიც დასრულდა 2006 წელს.  ღვინის ქარხნის მთავარი ღირებულება არის მარანი რომელიც მდებარეობს მიწის სიღმეში 7 მეტრზე,  ღვინის მარანში მთელი წლის განმავლობაში ტემპერატურა არ ცდება 12-16 გრადუსს რაც იდეალურია ღვინის შესანახად.  

50 ჰექტარი ვენახის ტერიტორიაზე არსებული ნიადაგის შემადგენლობა განსხვავებულია.ქვიშა -ღორღიან ნიადაგზე მოკრეფილი ყურძნიდან ვაწარმოებთ ღვინო „ჩელთი“-ს ხოლო თიხნარი ნიადაგიდან გუნაშაურს.ღვინის კომპანია აგრეთვე აწარმოებს რქაწითელის ჯიშისგან დამზადებულ თეთრ მშრალ ღვინოს ,  ვარდისფერ საფერავს და წითელ ნახევრად ტკბილ ქინძმარაულს .  კომპანია ჩელთი ასევა აწარმოებს პრემიუმ ხარისხის ქვევრის ღვინებს.

 ღვინო იწარმოება კლასიკური და ტრადიციული მეთოდებით.ჩელთის ქარხანა აღჭურვილია უახლესი დანადგარებით, რაც საშვალებას იძლევა გაკონტროლდეს ღვინის ხარისსხი მისი წარმოების ნებისმიერ საფეხურზე, ასევე ღვინის კომპანია ჩელთი იყენებს 8000 წლიან გამოცდილებას, რაც დააგროვა საქართველომ ღვინისწარმოებაში. ამრიგად თანამედროვე ინვენტარი, უდიდეს გამოცდილება და საკუთარი ვენახები  საშუალებას აძლევს კომანიას რომ აწარმოოს პრემიუმ ხარისხის ღვინო რომელიც კონკურენტული იქნება მსოფლიოს ნებისმიერი ბაზრისთვის .

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
28/04/2018
S
Saba Chikviladze
S

თეგები