აქსისი

სამშენებლო კომპანიები
5
(1 შეფასება)
თბილისი, ა. ყაზბეგის გამზ. 24

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-20:00 შაბ: 10:00-20:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

cash master-card visa

აქსისი არის, შპს აქსისი, საიდენტიფიკაციო კოდი: 211393357
 

პოსტსაბჭოთა პერიოდსა და სივრცეში გაჩნდა მრავალი გამოწვევა ქვეყნის განვითარების კუთხით. „აქსისი“ იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც ეს გამოწვევა მიიღო და გახდა თავისი დარგის პიონერი და სხვადასხვა მიმართულების განვითარების ინიციატორი. ქვეყანაში შემოიტანა თანამედროვე არქიტექტურის, მენეჯმენტისა და მომსახურების სრულიად ახალი მიდგომა. მისმა საქმიანობამ აგრეთვე განაპირობა ახალი დარგებისა და ბიზნესების გაჩენის აუცილებლობა, რითაც თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

 

კომპანია დაარსდა 1998 წელს. სწორედ მაშინ აშენდა პირველი ტერასული ტიპის საცხოვრებელი სახლი საქართველოში. მას შემდეგ „აქსისის“ ასოცირება მუდმივად ხდება ინოვაციასა და პირველობასთან. იგი გახდა დარგის ლოკომოტივი და ბაზარზე სტანდარტის დამნერგავი დეველოპერული კომპანია. სწორედ მან შემოიტანა საქართველოში სიტყვა „დეველოპმენტის“ ცნება, დაიწყო პირველი „პალასების“ სერია უნიკალური მომსახურებით და პირველი ტყუპი ცათამბჯენის „აქსის თაუერსის“ მშენებლობა საქართველოში.
ჩვენი პროექტები გამოირჩევა თავისი მასშტაბებით, მრავალფეროვნებით, ინოვაციური მიდგომებით, თანამედროვე არქიტექტურითა და რაც მთავარია ხარისხით, რის გამოც წლებია მომხმარებელი ირჩევს „აქსისს“.

 

 

როგორ ვაკეთებთ ამას

 

ჩვენი წარმატების განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი ხარისხიან მასალებთან და ინოვაციურ ტექნოლოგიებთან ერთად არის ის გუნდი, რომელიც ჩართულია პროდუქტის შექმნის სხვადასხვა ეტაპში.
„აქსისმა“ თავისი არსებობის ისტორიაში პროფესიონალთა თაოებები გამოზარდა. მათი ერთგულება, ცოდნა და გამოცდილება წარმოადგენს კომპანიის უმთავრეს აქტივს. ორგანიზაცია აერთიანებს 9 დეპარტამენტს: არქიტექტორულს, საინჟინროს, სამშენებლოს, დიზაინის, პროექტების მართვის, ფინანსების, იურიდიულ, გაყიდვებისა და სერვისის და მარკეტინგის განყოფილებებს. აქსისის გუნდი წლებია ემსახურება საერთო იდეას საერთო ღირებულებებით: ხარისხი, ინოვაცია, განვითარება.
„აქსისის“ ორგანიზაციული სტრუქტურა უნიკალურია იმით, რომ დეველოპმენტში ჩართული სხვადასხვა დარგი მოქცეულია ერთ სამზარეულოში ერთი დეველოპერის გარშემო. ხოლო საბოლოო პროდუქტის მიღებისას ყველა თანამშრომელი გრძნობს თუ რა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მისი შექმნის პროცესში.

 

 

რისთვის ვაკეთებთ

 

ჩვენი მიზანია გარემოს განვითარება, რომელიც მოიტანს თითოეული ჩვენგანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ეს არის მთავარი იდეა, რის გარშემოც გაერთიანებულია აქსისის გუნდი. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც ცხოვრების სტილის სრულიად ახალ სტანდარტს და მოთხოვნებს დანერგავს საქართველოში.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
28/02/2018
S
Saba Chikviladze
S

თეგები