ბატონო
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
ბატონო არის, შპს ბატონო, საიდენტიფიკაციო კოდი: 204461279
კომპანიის შესახებ
„ბატონოს“ ისტორია შორეულ წარსულში იღებს სათავეს. კომპანიის მფლობელთა წინაპრები საუკუნიდან საუკუნემდე იყვნენ დაკავებულნი მევენახეობითა და მეღვინეობით. მათ მფლობელობაში იყო მცირე ვენახი თოხლიაურის ზონაში (აღმოსავლეთ საქართველო, კახეთი), რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და რომლის მოვლა მათ საგვარეულო ტრადიციას წარმოადგენდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც საქართველოში კერძო საკუთრების უფლება აღდგა, ვენახის იმჟამინდელმა მფლობელებმა მისი გაფართოება და ღვინის მწარმოებელი კომპანიის შექმნა გადაწყვიტეს.
ასე დაარსდა კომპანია „ბატონო“, რომელიც დღეისათვის საუკეთესო ხარისხის პროდუქციას ქმნის და მსოფლიოს მრავალ ქვეყანას ქართულ ღვინოს სთავაზობს.