ბერნეისის პიარ კოლეჯი

კოლეჯი
5
(1 შეფასება)
თბილისი, თბილისი

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

ბერნეისის პიარ კოლეჯის მისია და ხედვა

მისია

პიარ კოლეჯის მისიაა საქართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების შექმნა და პიარ სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

ხედვა

ჩვენ გვსურს თანამედროვე, ადეკვატური და მაღალ პროფესიონალური სასწავლო მასალებითა და ახალი მეთოდების გამოყენებით, კოლეჯის მსმენელების პროფესიული სრულყოფა და მათი კარიერული წინსვლა, საზოგადოებაში პიარის შესახებ სწორი აზრის ჩამოყალიბება, დასაქმების ბაზრის მოთხოვნების მაღალი სტანდარტების შექმნა და ამით საქართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს საერთაშორისო დონეზე განვითარება.


მუდმივად მზარდ და განვითარებად სამყაროში, იცვლება და ფორმირდება კომუნიკაციის როლი. კორპორაციების და ბრენდების განვითარება სულ უფრო და უფრო მეტ მოთხოვნას უყენებს საზოგადოებასა და ბაზარს, ჩნდება სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტების დეფიციტი და ახალი სამუშაო ადგილები. ბერნეისის პიარ კოლეჯის შექმნა სპეციალისტებისა და კვალიფიციური კადრის მოსამზადებლად და მათი პროფესიული უნარების გასაუმჯობესებლად შეიქმნა.
ბერნეისის პიარ კოლეჯი სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა და პრაქტიკოსი პროფესიონალების მრავალწლიან გამოცდილებაზე დაფუძნებით შეიქმნა. ბერნეისის პიარ კოლეჯი პიარის ერთ-ერთი დამაარსებლის „პიარის მამის“ ედვარდ ბერნეისის სწავლებაზე და თეორიებზე დაფუძნებული მოდელებით ხელმძღვანელობს და ადაპტირებულია ქართულ რეალობაზე.
ბერნეისის პიარ კოლეჯის მისია ცოდნაზე და ეფექტურ უნარებზე დაფუძნებული დინამიკური გადაწყვეტილებების მიღების გზით, პიროვნების პროფესიული სრულყოფილების მიღწევაა.

კომუნიკაციისა და პიარის როლი და მოთხოვნა საზოგადოებაში არასოდეს ყოფილა ისეთი დიდი როგორც დღეს – შემოგვიერთდით.

@   infoprcollege@gmail.com

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
02/08/2018
S
Saba Chikviladze
S