სამშენებლო კომპანია "კასკადი 360"

სამშენებლო კომპანიები
5
(1 შეფასება)
თბილისი, ბახტრიონის და ფანასკერტელის ქუჩების მიმდებარედ

ჩვენ შესახებ

მუშაობს ყოველდღე 24 საათით

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa
პარკინგი

სახლი, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის!

სრულიად განსხვავებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საუცხოო ხედები, ეკოლოგიურად სუფთა გარემო - ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმის, რასაც სამშენებლო კომპანია „კასკადი“ მომხმარებელს სთავაზობს.

„Cascade-360“ - ახალი სახლი თბილისში, ფანასკერტელის ფერდობზე მათთვისაა, ვინც ფასისა და ხარისხის იდეალურ თანხვედრას ეძებს. გაყიდვები უკვე დაიწყო!

მყუდრო, კომფურტული და დაცული თანამედროვე ბინების დამატებითი უპირატესობა- თბილისზე 360 - გრადუსიანი ხედებია. თქვენი ოცნების საცხოვრებლიდან ხელისგულივით გადაშლილი ქალაქი - „Cascade-360“-ის მთავარი ბონუსია.

საცხოვრებელი სახლის მშენებლობა „პერლიტის“ ბლოკით ხორციელდება. ეს მასალა მაღალი თბოიზოლაციის გარანტია, რაც თავისთავად დაზოგილ დროს, ფინანსებსა და ენერგიას გულისხმობს.

„Cascade-360“ აღჭურვილი იქნება „შინდლერის“ ლიფტებით, რომლებსაც ამ დროისთვის ხარისხის ანალოგი არ აქვს. დასაწყისისთვის სახლში დროებითი სარგებლობის ლიფტები დამონტაჟდება. ისინი მოგვიანებით, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შეიცვლება. სახლის მცხოვრებნი, მსოფლიოს წამყვანი სასტუმროებისა და ორგანიზაციების მსგავსად, „შინდლერის“ ლიფტებით ისარგებლებენ.

სწორედ იმიტომ, რომ გემოვნებაზე ძალიან ბევრს დავობენ, „Cascade-360“ მომხმარებელს საშუალებას აძლევს თავად აირჩიოს მისთვის სასურველი დიზაინი და ბინა საკუთარ გემოვნებას მოარგოს.

სახლში ყველა ბინას აქვს ვერანდა, საიდანაც საუცხოო ხედები იშლება.

კომპანია „კასკადის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი - ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შექმნაა, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის. სწორედ ამიტომ მშენებლობისას არცერთი ხე არ მოჭრილა, პირიქით:ტერიტორიის გამწვანებისა და სახლის მშენებლობის პროცესი პარარელურად მიმდინარეობს. საცხოვრებელს ექნება დიდი სარეკრეაციო ზონა, სკვერი და სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის.

„Cascade-360“ 16-სართულიანი ნაგებობაა. პირველ ოთხ სართულზე ავტოფარეხებია განთავსებული, დანარჩენი თორმეტი სართული კი საცხოვრებელი ბინებისთვისაა განკუთვნილი.

კომპანია „კასკადი“ - ესაა ახალი ქართულ-ამერიკული საინვესტიციო ჯგუფი, რომელიც საქართველოში მრავალფუნქციური და მრავალბინიანი სახლების მშენებლობას ახორციელებს.

კომპანია ჩაბმულია ს. ს. “ საქართველოს ბანკის“ იპოთეკური გაყიდვების პროგრამაში . „Cascade-360“ -ში ბინის შეძენის მსურველებზე ვრცელდება სპეციალური შეთავაზება ხუთიდან თხუთმეტ წლამდე იპოთეკური სესხების სახით, მხოლოდ წლიური 6% -ის ოდენობით.

„კასკადის“ უპრეცედენტო შეთავაზება გულისხმობს ბინის შეძენას მისი ღირებულების მხოლოდ 20% ან 30%-ის პირველადი შენატანის საფუძველზე. ბინის საფასურის დარჩენილი 80% ან 70%, შესაბამისად, 1 წელზე ნაწილდება. შიდა განვადება მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, შემოსავლების დადასტურებისა და დამატებითი უძრავი ქონების უზრუნველყოფის გარეშე ხორციელდება.

„Cascade Construction” - ესაა კომპანია, რომელსაც შეგიძლიათ თამამად ენდოთ! ბინებს დასრულებული რემონტით ახალ სახლში ბახტრიონისა და ფანასკერტელის ქუჩების მიმდებარედ ერთ კვ.მ-ს 1000 $ გთავაზობთ.

„Cascade-360“ - ესაა ხარისხი, რომელიც გაგაოცებთ; გარემო, რომელიც გინდათ!

მისამართი: ფანასკერტელის ქ. 19ა, ქ. თბილისი

შეცვალეთ თქვენი ცხოვრება და დარეკეთ დღესვე: 551 702 702 ან 0 322 476 360

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
03/11/2017
C
Constantine Caava
C

თეგები