კაზინო აჭარა
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
კაზინო აჭარა თბილისის ცენტრში მდებარეობს და იგი დღეს-დღეისობით ლიდერია მთლიან რეგიონში.
50 სათამაშო მაგიდა ერთ კაზინოში, ერთადერთი მოვლენაა ამ ეტაპზე მთელს აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ისეთი სახის სამაგიდო თამაშებს როგორიცაა: ბლექ ჯექი, რულეტკა, სიქბო და ა.შ.
ასევე კაზინოშია მრავალდონიანი სლოტის აპარატები და 64 ადგილიანი ელექტრონული სათამაშო რულეტკა, რომელზეც თამაში ერთდროულად შეიძლება, როგორც ავტომატურ ასევე ცოცხალ რეჟიმში.
აღსანიშნავია "აჭარა პოკერ კლუბი", რომელიც 2010 წლის ოქტომბერში გაიხსნა. იგი განცალკევებით, კაზინო აჭარას მეორე სართულზე მდებარეობს და ყოველდღე "ტეხასურ ჰოლდემ პოკერში" სხვადასხვა საწყისი სათამაშო თანხის ტურნირები იმართება, თუმცა ასევე 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს თამაში ნაღდ ფულზე. აჭარა პოკერ კლუბმა გახსნისთანავე მოიპოვა პოპულარობა "სტად პოკერის" მოყვარულთა შორის.
2010 წლის აგვისტოდან კი კაზინო აჭარას დაემატა ექსკლუზიური VIP სათამაშო ადგილი, უმაღლესი ხარისხის დეკორით, მყუდრო გარემოთი და დახვეწილი სერვისით. "კლუბ პრივე" არის უმაღლესი დონის ოთახი, სადაც მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ გაიგონ თუ რას ნიშნავს სინამდვილეში ფუფუნება და პრივატულობა.
კაზინო აჭარა თქვენთვის მუდამ ღიაა!!!