შატო ზეგაანი

ალკოჰოლური სასმელები
5
(1 შეფასება)
თბილისი, მ. კოსტავას ქ. 37/39

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: 10:00-18:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

შატო ზეგაანი არის, შპს შატო ზეგაანი, საიდენტიფიკაციო კოდი: 227717557
 

შატო ზეგაანი - გახლავთ სამეღვინეო ადგილ-მამული, რომელიც 1820 წელს, XIX საუკუნის დიდი პოლიტიკური და კულტურული მოღვაწის და ქართული კულტურული მეღვინეობის ფუძემდებლის, თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძის მიერ იქნა მოწყობილი. იგი მდებარეობს საქართველოს მეღვინეობის მთავარ კერაში - კახეთში და, დღესდღეობით, წარმოადგენს დიდ ისტორიულ, არქიტექტურულ და ისტორიოგრაფიულ ღირებულებას, აღნიშნულ რეგიონში მეღვინეობის განვითარების შესწავლის თვალსაზრისით. შატო ზეგაანი, ასევე ითვლება მეღვინეობის პროცესებზე საფრანგეთის ზეგავლენის მტკიცებულებად. ალექსანდრე ჭავჭავაძემ აღნიშნული მამული საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ, XIX საუკუნის დასაწყისის ფრანგული შატოს მსგავსად მოაწყო.

 

ზუსტად ამიტომ ზეგაანში მდებარე სამეღვინეო ციხე-სიმაგრე შატოს სახელით მოიხსენიება.

 

ჩვენ ვაფასებთ ევროპულ გამოცდილებას მეღვინეობის სფეროში და წარმატებულად ვათავსებთ მას ქართული მეღვინეობის ტრადიციებთან.

 

ჩვენ, ტატულაშვილების ოჯახი, რომლებიც ვფლობთ შატო ზეგაანს, ღვინის წარმოების სრულ ციკლს ვუძღვებით, ვაზიდან დაწყებული. ღვინოს ვაწარმოებთ მხოლოდ ქართული საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან, რომელსაც ვკრეფთ შატო ზეგაანთან ახლომდებარე ჩვენს საკუთარ ვენახებში. მდებარეობის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია ახალმოკრეფილი მოსავლის სწრაფი ტრანსპორტირების ორგანიზების თვალსაზრისით. მევენახეობის საკითხს (ისევე, როგორც ღვინის წარმოების ნებისმიერ ეტაპს) სრული სერიოზულად ვეკიდებით. ჩვენ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება, რომ არ გამოვიყენებდით პესტიციდებსა და ჰერბიციდებს ჩვენს ვენახებში. ეს გადაწყვეტილება არსებითად ართულებს ვენახის მოვლის პროცესს, მაგრამ შედეგი ამად ღირს. წარმოების ეკოლოგიურობის საკითხი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ წარმოების ყველა ეტაპზე ძირითადად ხელით შრომას ვიყენებთ და ვსარგებლობთ ეკოლოგიურად სუფთა მასალებით.

 

ყურძნის კრეფის, დაწურვის, ფერმენტაციის, დუღილის თუ შატო ზეგაანის ღვინის შენახვის მთელს პროცესს, გამყიდველთან პროდუქტის მიტანის ჩათვლით, მუდმივად ვაკონტროლებთ, ვინაიდან მივიჩნევთ, რომ ჩვენი მისიაა მხოლოდ მაღალხარისხიანი ღვინის წარმოება.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
16/02/2018
S
Saba Chikviladze
S

თეგები