სითიკომი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი




სითიქომი ამხანაგობებს ძლიერი თვითმმართველობების შესაქმნელად თანამედროვე მიდგომას სთავაზობს. ხშირ შემთხვევაში თბილისში არსებული ამხანაგობები ვერ ახერხებენ მათ ხელთ არსებული რესურსების მობილიზებას, სწორად განკარგვასა და საკუთარი სადარბაზოს მოვლას.
ჩვენი კომპანია სწორედ ამ პრობლემების ეფექტურად გადაჭრისთვის შეიქმნა.
სითიქომი ეს არის სადარბაზოს ელექტრონული საფულე, რომელიც საშუალებას გაძლევთ ლიფტის გადაადგილებით შემოსული თანხა სადარბაზოს პირად ანგარიშზე დააგროვოთ.
ჩვენ მოსახლეობას ვთავაზობთ თანხის დაგროვების თანამედროვე, მარტივ და გამჭვირვალე სისტემას.
ჩვენი კომპანია საშუალებას აძლევს ამხანაგობებს მოიპოვონ ფინანსური დამოუკიდებლობა, თვითონ გადაჭრან სადარბაზოს პრობლემები და მართონ საკუთარი საცხოვრებელი ადგილი.
მეტი დამოუკიდებელი და ფინანსურად ძლიერი თვითმმართველობის მეშვეობით თბილისი ბევრად უკეთესი ქალაქი გახდება.