ფანასკერტელის კოლეჯი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
,,საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი“ მისია შეესაბამება საქართველოში განათლების სათანადო საფეხურის ძირითად მიზნებს და გამოხატავს დაწესებულების თვითმყოფადობას. დღეს ხარისხის უზრუნველყოფა პროფესიულ სასწავლებლებში პასუხობს შრომის ბაზრის მოთხოვნას და, შესაბამისად, ხელს უწყობს დასაქმებასა და თვითდასაქმებას. ოცდამეერთე საუკუნის საგანმანათლებლო სტრატეგიის ძირითადი პრინციპებია განათლების ხელმისაწვდომობა, მობილურობა და ხარისხი, რასაც ამ სფეროში არსებული საუკეთესო ტრადიციები და ღირებულებები უზრუნველყოფს.
ლიდერობა, მომხმარებლის ინტერესის გათვალისწინება, ეფექტიანი მართვა, ინოვაციების დანერგვა ის ზოგადი ღირებულებებია, რომლებიც პრიორიტეტია ჩვენი სასწავლებლისათვის. სწორედ ამ ღირებულებების ერთგულება მოგვცემს საშუალებას დავძლიოთ სირთულეები განვითარების გზაზე და დავიმკვიდროთ წამყვანი პოზიცია საგანმანათლებლო მომსახურების ბაზარზე, როგორც მდგრადმა და ინოვაციურმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ხელი შევუწყოთ თანამედროვე ყაიდის ცოდნისა და მეთოდების გავრცელებას, უზრუნველყოთ კონკურენტუნარიანი კვალიფიციური კადრების მომზადება.
,,საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი“ თავის მისიას განახორციელებს:
ისეთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით, რომლებიც, ერთი მხრივ, ეყრდნობა ეროვნულ ცნობიერებას და, მეორე მხრივ, ორიენტირებულია პროფესიული შრომის ბაზრის მოთხოვნებზე.
ხარისხის მართვის ერთიანი სისტემით.
ადამიანური რესურსით, რომელიც ემსახურება არა მარტო ცოდნის გადაცემას, არამედ პრაქტიკასა და კვლევას.
ინოვაციებისათვის საჭიროა პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარის განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება და შრომის ბაზარზე პროფესიული განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა.
პროფესიული განათლება კონცენტრირებულია კონკრეტულ პროფესიაზე. მისი უპირატესობებია:
პროფესიული განათლება სტუდენტს აძლევს კარიერის დაგეგმვის რეალურ შანსს;
სტუდენტი პროფესიულ კვალიფიკაციას იღებს უფრო სწრაფად;
პროფესიული პროგრამა ხორციელდება დამსაქმებელთან მჭიდრო კავშირში, რაც იძლევა პრაქტიკის ან/და საწარმოო პრაქტიკის საშუალებას და შემდგომი დასაქმების, შესაბამისად, ანაზღაურების მიღების რეალურ შანსს;
პროფესიული პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი იღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს.