ჯეოსთილი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
შპს ,,ჯეოსთილი’’ ერთ-ერთი უმსხვილესი პირდაპირი უცხოური სამრეწველო ინვესტიციაა საქართველოში. ის არის JSW Steel Netherlands (რომელსაც მთლიანად ფლობს JSW, ინდოეთი) და შპს ,,საქართველოს ფოლადის ჯგუფის ჰოლდინგის’’ (GSGHL) ერთობლივი საწარმო. JSW სანდო სახელია მსოფლიო ფოლადის წარმოებაში. მისი ინტერესის სფეროები მოიცავს სამთო მრეწველობას, ენერგეტიკას, ცემენტს, ინფრასტრუქტურას, სამშენებლო სისტემებს და ლოჯისტიკას. ,,ჯეოსთილმა’’ ქართველ მომხმარებელს მისცა ეფექტიანი არჩევანის გაკეთების საშუალება, ადგილობრივი წარმოების არმატურის მიწოდებით. უფრო მეტიც, მან, სამშენებლო მასალების წარმოებისათვის ადგილობრივი ჯართის გამოყენებით, აიღო საქართველოს მეტალურგიული მრეწველობის გაახალგაზრდავების და მისი ეკონომიკის გაზრდის ინიციატივა. ჩვენ ვცდილობთ გავხდეთ ლიდერი ამ ინდუსტრიაში, მთელი კავკასიის რეგიონში.
სრულიად ავტომატიზებულ ჟანგბადის საამქროს სახით არსებული თანამდეროვე ტექნოლოგიები, ელექტრორკალური ღუმელი, ციხცვის გაწმენდის საშუალებები, უწყვეტი ჩამოსხმის დანადგარი, თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობები და ზუსტი კონტროლის საგლინავი საამქრო, კომპანიას აძლევს საშუალებას სამშენებლო მასალებით უზრუნველყოს ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში.