გიფერი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი




გიფერი არის, შპს გიფერი, საიდენტიფიკაციო კოდი:405101312
Giffer არის მოწყობილობა, რომელიც იღებს Gif ფორმატის მოძრავ ფოტოებს. მისი ქირაობა ყველას შეუძლია. გამოყენება მარტივია: იმოძრავე, გადაიღე, ატვირთე. შედეგი კი ყველასთვის თვალშისაცემი: ის ღონისძიებები, სადაც ჩვენ ვართ ყოველთვის უფრო ხალისიანი და დასამახსოვრებელია.
ყველა გადაღებული გიფი თავს იყრის ჩვენს ვებ-გვერდზე www.giffer.ge, კონკრეტული ივენთისთვის შექმნილ სივრცეში, საიდანაც შეგიძლიათ მათი გადაზიარება საკუთარ სოციალურ ქსელებში. Giffer თავიდან ბოლომდე ქართული პროდუქტია- ის საქართველოშია აწყობილი და გასულია ექსპორტზეც: ჩვენი დახმარებით, გიფების გარეშე არც უკრაინაში რჩებიან. მომავალში იგეგმება სხვა ბაზრების ათვისება და მომხმარებელთათვის ახალი პროდუქტების შეთავაზება, ყველაფერი კი ისევ იმ მიზნით, რომლითაც 2015 წელს დავიწყეთ- გვინდა, მივცეთ, ხალხს უფრო მეტი გართობის საშუალება, გავხადოთ მათი წვეულებები განსაკუთრებული, შევუქმნათ მოძრავი, ხალისიანი მოგონებები.