ჯი-თი გრუპი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
ჯი-თი გრუპი არის, შპს ჯი-თი გრუპ, საიდენტიფიკაციო კოდი: 200119923
”Castrol”-ი, უმაღლესი ხარისხის ზეთებისა და ტექნიკური სითხეების შექმნისა და წამოების ლიდერია მსოფლიოში. იგი უკვე 110 წელზე მეტია აწარმოებს ზეთებს საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისათვის. დიდი წარმოებით გამოიყენება ”Castrol”-ის პროდუქცია სამრეწველო და პროფესიონალურ სპორტში. Castrol-ი საქართველოში: ”ჯი-თი გრუპი“ 2001 წლიდან ”Castrol”-ის ოფიციალური დილერია საქართველოში და ექსკლუზიურად ახორციელებს ”Castrol”-ის პროდუქციის იმპორტს. 2005 წლიდან კი, ”ჯი-თი გრუპი“ იღებს ”Castrol”-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორის სტატუსს უკვე სომხეთში, ხოლო 2007 წელს კი უზბეკეთშიც. “ჯი-თი გრუპი“, უკვე მეშვიდე წელია ჯილდოვდება “სახელმწიფო ბიუჯეტში მსხვილი გადამხდელი ზეთებისა და საცხებ-საპოხი მასალების იმპორტიორი კომპანიის“ ნომინაციაში. ეს ფაქტი ადასტურებს საქართველოს მომხმარებლის კმაყოფილებას “ჯი-თი გრუპის“ მომსახურებითა და ნდობას “Castrol”-ის პროდუქციის ხარისხისადმი. “Castrol”-ს, როგორც პიველადი ჩასხმის ზეთს რეკომენდაციას უწევენ მსოფლიოს ისეთი ავტოგიგანტები როგორებიცაა: BMW, Land Rover, Jaguar, Rolls Royce, Aston Martin, Volvo, Volksvagen, Audi, Mazda, Toyota, Mitsubishi, Nissan, Ford. “Castrol”-ი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ზეთი. „Castrol”-ის პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს და ხშირად აღემატება კიდეც იმ მოთხოვნებს, რომელსაც საავტომობილო ზეთებს უყენებენ სატვირთო და სპეციალური ტექნიკის ისეთი მწარმოებლები, როგორებიც არიან- Mercedes Benz, MAN, DAF, Volvo, Renault, Komatsu, Caterpiller, Cummins, Mack, Allison და მრავალი სხვა კომპანია.